Home სხვადასხვა დაიჯესტი მიუნხენის შედეგი: “დასრულდა გლობალური წესრიგი აშშ-ის მეთაურობით”

მიუნხენის შედეგი: “დასრულდა გლობალური წესრიგი აშშ-ის მეთაურობით”

1752
მიუნხენის შედეგი: “დასრულდა გლობალური წესრიგი აშშ-ის მეთაურობით”

2020 წელს უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციის ოფიციალურად გაცხადებული თემა და ლაიტმოტივი იყოუდასავლეთობა” (Westlessness). კონფერენციის ანალიტიკოსების საერთაშორისო (.., ამერიკულევროპული) გუნდმა კონფერენციის დაწყებამდე გამოქვეყნებულ თავის სპეციალურ ანგარიშში მიუთითა, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა დაკარგა თავისი გავლენა, კარგავს იდენტურობას, საერთო ფასეულობებს _ და, საერთოდ, უკვე დროა, დავფიქრდეთ იმაზე, როგორი იქნება მსოფლიო, რომელშიც კოლექტიური დასავლეთის როლი ძლიერ იქნება შეკვეცილი დღევანდელ დღესთან შედარებითაც კი.

და აი სცენაზე კონფერენციისა, რომელიც მიეძღვნა დასავლური იდეოლოგიის, დასავლური ფასეულობების, დასავლური ალიანსების კრიზისისა და დასავლურცენტრისტული მსოფლიოს დაცემას, გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თამამად განაცხადა, რომ “დასავლეთი იმარჯვებს”.

საინფორმაციო სააგენტო France-Presse-მა გამოაქვეყნა აშშ-ის დიპლომატიის ხელმძღვანელის პოზიცია:

აშშის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ცოტა ხნის წინათ უარყო ევროპელთა პესიმიზმი გლობალური არენიდან ვაშინგტონის უკან დახევის შესახებ, როცა განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური კავშირის სიკვდილიძალიან გადაჭარბებულია”. “დასავლეთი იმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად”, _ განაცხადა პომპეომ უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციაზე. … “მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსის სიკვდილი ძალიან გადაჭარბებულია”, _ თქვა მან მარკ ტვენის ცნობილი ციტატის პერიფრაზითმან ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის საჭიროებას რუსეთის ტერიტორიული ამბიციებისგან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სამხედრო ძალების გაძლიერებისა და ახლო აღმოსავლეთში ირანისტერორის კამპანიისგანმომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფის ამ ტირადაში ყველაზე სახალისო არის არა ფაქტობრივი უზუსტობები, რომელთა შემჩნევაც იოლია, თუ ვნახავთ ამერიკელების ძალისხმევის შედეგებს სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ყირიმისა და ირანის მიმართულებებით, ყველაზე სახალისოა ის, რომ ევროკავშირის უკმაყოფილება და კოლექტიური დასავლეთის სიკვდილის კონტაქტაცია საერთოდ არ არის დაკავშირებული იმ ბრალდებებთან, რომლებზეც პასუხის გაცემას ცდილობდა პომპეო.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასე ჩამოაყალიბა პრობლემა (ციტატა CNBC-ის მიხედვით):

ჩვენი უახლოესი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები, უარყოფს თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობის იდეასკვლავ დიადი”, ოღონდ მეზობლებისა და პარტნიორების ხარჯზე”, _ განაცხადა შტაინმაიერმა ისე, რომ ტრამპის სახელი არ უხსენებია, მაგრამ გადაკვრით მიუთითა მისი საარჩევნო კამპანიის ლოზუნგზე _ “კვლავ ვაქციოთ ამერიკა დიად ქვეყნად!”

შტაინმაიერის ეს პოზიცია მოითხოვს დიპლომატიური გერმანულიდან თარგმნას ჩვეულებრივ ენაზე: ადრე აშშ დიადი იყო დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე, ევროპა აშშ-თან ერთად სარგებლობდა ამ ერთპოლუსიანი (ცივი ომის ეპოქაში _ ორპოლუსიანი) მსოფლიოს გარკვეული ბონუსებით, ახლა კი გამოდის, რომ ევროპას, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, გაძარცვას უპირებს მისი ოკეანისგაღმელი პარტნიორი.

ეს ნიშნავს, რომ ბერლინსა და პარიზში ჩნდება კითხვა: რისთვის გვინდა ისეთი დასავლეთი, რომელშიც აშშ ჩვენს გაძარცვას ცდილობს? პასუხი ნათელია: “ასეთი კოლექტიური დასავლეთი საჭირო არ არის და შეიძლება გაბედულად დაიწყო წუწუნი იმაზე, რომ ადრე უკეთესი იყო, მაგრამ წარსულს ვეღარ დაიბრუნებ”.

მსოფლიოში უდიდესი პოლიტკონსალტინგური კომპანია Eurasia Group-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა პოლიტოლოგმა იან ბრემერმა, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა, კონფერენციისგან მიღებული შთაბეჭდილებები მოკლედ შეაჯამა სოციალურ ქსელში: “გლობალური წესრიგი აშშ-ის მეთაურობით დასრულდა და ის აღარ დაბრუნდება”.

ვაშინგტონსა და ბერლინს, ვაშინგტონსა და პარიზს შორის ურთიერთობებში პრობლემას ქმნის არა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, არამედ ის, რომ მკვეთრად შემცირდა აშშ-ის შესაძლებლობები თავისი პრობლემების იმ ქვეყნების ხარჯზე მოგვარებისა, რომლებიც არ შედიან “კოლექტიურ დასავლეთში”. თვით აშშ-ის ეკონომიკური პრობლემები (მაგალითად, ე.წ. ორმაგი დეფიციტი _ სავაჭრო ბალანსისა და ბიუჯეტის, რომელიც ასე აწუხებს აშშ-ის პრეზიდენტს) არ გამქრალა, პირიქით _ გაძლიერდა. შესაბამისად, ვაშინგტონის მცდელობა, აიძულოს ევროპა, ყოველწლიურად გადაიხადოს 370-380 მილიარდი ნატოს (ფაქტობრივად, აშშ-ის არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის) შესანახავად, ეს უცებ გაღვიძებული სიხარბე კი არა, მდგომარეობიდან უკეთესი გამოსავალია, ვაშინგტონის აზრით. ანალოგიური ლოგიკა გამოსჭვივის ევროკავშირთან სავაჭრო ომსა და ტრამპის მცდელობას _ “მოახრჩოს” ევროპული კონცერნი Airbus-ი ან გერმანული ავტომწარმოებლებისთვის ტარიფების დაწესებას, შორის. აქ საქმე ეხება საკუთარი ეკონომიკის გადარჩენის მკაცრ აუცილებლობას, რომლის გამოც ტრამპი მზად არის, ომი გააჩაღოს (ჯერჯერობით _ მხოლოდ ეკონომიკური) პეკინთან ან თუნდაც ბრიუსელთან. სახელდობრ, ამის გამო არ დაბრუნდება მყუდრო ამერიკული ცენტრისტული მსოფლიო, რომელზეც ასე ოცნებობდნენ ევროპელები მიუნხენში.

ამ კონტექსტში ევროკავშირის ლიდერები სხვაგვარად აფასებენ საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მქონე ორ მნიშვნელოვან ფაქტორს: “ევროატლანტიკურ სოლიდარობასადაეკონომიკურ მიზანშეწონილობას”. ვაშინგტონთან სოლიდარობა სულ უფრო ნაკლებად ფასობს, ხოლო ეკონომიკური ინტერესების როლმა და მნიშვნელობამ მოიმატა. ამ კონტექსტში უნდა მოხდეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადების ინტერპრეტაცია რუსეთთან ურთიერთობის შესახებ:

“ჩვენ დაგვიგროვდა გაყინული კონფლიქტები, კონფლიქტები კიბერუსაფრთხოების სფეროში, სანქციები, რომლებმაც ვერაფერი შეცვალა რუსეთში. მე არ მოგიწოდებთ მათი გაუქმებისკენ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ჩვენი სანქციები და კონტრაქციები ისეთივე ძვირი გვიჯდება ევროპელებს, როგორც რუსეთს, რაც პოზიტიური შედეგი არ არის”, _ თქვა მაკრონმა.

ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია, თავისი ფუნდამენტური ინტერესების დაცვას შეეცადოს. მაგალითად, ევროკავშირი უარს ამბობსჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ბლოკირებაზე; ემზადება, დააწესოს გადასახადი ევროკავშირში ამერიკული ინტერნეტკომპანიების მოღვაწეობაზე; მზად არის, ითანამშრომლობს Huaweiთან (კომპანია, რომლის წინააღმდეგაც ამერიკელებს დაწესებული აქვთ სანქციები და რომელიც მიუნხენში პომპეომ პირადად გალანძღა) და ემუქრება აშშ ახალი ტარიფების (არსით _ სანქციების) დაწესებით იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები შეეცდებიან, “მოახრჩონ”Airbus ან ევროპული ავტოკონცერნები.

ევროპის მცდელობა, მოსწყდეს ვაშინგტონს და იაროს თავისი გზით, მომავალშიც გაგრძელდება. როგორც იან ბრემერმა აღნიშნა, “მცდელობა, იაროს საკუთარი, “მესამე გზით” უსაფრთხოების თუ სხვა საკითხებში, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის: იმისთვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ევროპა არ მოხვდება აშშ-ისა და ჩინეთის ომის შუაგულში და იმისთვისაც, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს, “ევროპა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია”.

აქვს თუ არა ევროპას მნიშვნელობა? მსოფლიო პოლიტიკის გუშინდელი აქსიომა შეუმჩნევლად გადაიქცა კითხვად და ეს ევროპისთვის უკიდურესად არასასიამოვნო ემოციური აღმოჩენაა. მით უფრო საინტერესო იქნება ამ კითხვაზე პასუხის ძებნის პროცესზე დაკვირვება.

თუ პირველი _ ძალიან გაუბედავი და ზოგჯერ მოუხეშავი _ მოქმედებებით ვიმსჯელებთ იმ ევროპული ლიდერებისა, რომლებიც აფასებენ ევროპის თუნდაც მინიმალურ თავისუფლებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპული თავისუფლების გასაღების ძებნას ისინი დაიწყებენ პეკინში და, რა თქმა უნდა, მოსკოვში.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here