Home ახალი ამბები საქართველო მისი უწმინდესობა ილია მეორე თვლის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას...

მისი უწმინდესობა ილია მეორე თვლის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის უთანხმოება საეკლესიო კანონიკური ნორმებით უნდა გადაწყდეს

1527
ილია მეორე

 საქართველოს საპატრიარქო იუწყება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, ილია მეორემ და უკრაინის რადის სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად უკრაინის რადას სპიკერი _ ანდრეი პარუბიი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, სანამ ცნობილი არ იქნება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია”, _ განაცხადა მისმა უწმინდესობამ.

ანდრეი პარუბიიმაც დასძინა, რომ “გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს”, _ აცხადებენ საპატრიარქოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here