Home სხვადასხვა დაიჯესტი მილიონერი სასიძოს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებს

მილიონერი სასიძოს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებს

465
მილიონერი სასიძოს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებს

ეძებს არა პირმშვენიერ მილიარდერ საქმროს თავისი ქალიშვილისთვის, არამედ თავმდაბალ და შრომისმოყვარე ახალგაზრდასპრეტენდენტი ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მისდევდეს, განათლებული უნდა იყოს და ერკვეოდეს დურიანის _ ეგზოტიკური ხილის _ მოყვანამოშენებაში.

ტაილანდელმა სასიძოს პოვნის კონკურსი სოცქსელებში გამოაცხადა. პოტენციურ სასიძოს 10 მილიონ ბათს (ტაილანდის ვალუტას) და თავის ხილის იმპერიას დაჰპირდა.

ერთი დღის განმავლობაში მილიონერმა ასობით განაცხადი მიიღო, _ იუწყება The Straits Times. 1 აპრილს გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა. ამბობენ, რომ ფინალური შეჯიბრება სახალისო სანახავი იქნება. ქალიშვილი მამის ინიციატივას მშვიდად მოეკიდა. “წუნია არ ვარ, _ განაცხადა საპატარძლომ, _ ისეთი ქმარი მინდა მყავდეს, რომელთან ერთადაც შემეძლება წვეულებებზე წასვლა და სელფის გადაღება. განსაკუთრებით ლამაზი არ ვარ, ამიტომ ნებისმიერი გარეგნობის კაცს გავყვები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here