მთავარი საზოგადოება მთვრალი პოეტები, ჰიჯაბიანი ქალები და “ბუღაძისტების დასი”

მთვრალი პოეტები, ჰიჯაბიანი ქალები და “ბუღაძისტების დასი”

9478
გააზიარეთ
პოეტები

რა უნდა ქნას პოლიციამ, როდესაც ადამიანი ქუჩაში მთვრალი მოდის, ყვირის, იგინება, პოლიციელებსძაღლებსადაბოზებსუწოდებს?!

როგორ უნდა დამყარდეს ჩვენს ქვეყანაში წესრიგი და როგორ შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო კანონმორჩილი საზოგადოებით? _ ამ კითხვას ერთხელ უკვე გავეცი პასუხი, თუ გახსოვთ, ჩემს ადრინდელ საგაზეთო წერილში. ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი ისე და შევქმნათ სამართლიანი გარემო ისე, როგორც ეს ლაშა ბუღაძესა და მის გარშემო შემოკრებილქართველ ხელოვანთაჯგუფს სურს.

ეს იყო, 13 ივნისის ტრაგიკულ დღეს, როდესაც ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. შემდეგ ზოოპარკის დირექტორის მიერ სამართალდამცველებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ვეფხვების რაოდენობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა და მაშინ, როდესაც შესაბამის ორგანოებს ყველა ვეფხვი ლიკვიდირებული ან დაჭერილი ეგონათ, შუა ქალაქში, ერთერთი ფაბრიკის საწყობში მიმალულმა ვეფხვმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პროკურატურამ დასაკითხად დაიბარა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. ამას მოჰყვა ლაშა ბუღაძისა და მისიხელოვანთა გუნდისმიერ ორგანიზებული პროტესტი სახელმწიფო კანცელარიასთან _ “ხელები შორს ზურაბ გურიელიძისგან!”. აქციის მონაწილეები მკაცრად აპროტესტებდნენ ზოოპარკის დირექტორის დაბარებას საგამოძიებო უწყებაში და მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას.

სწორედ მაშინ დავსვი კითხვა: კი მაგრამ, ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ქალაქის ცენტრში მოკლა ადამიანი და ამის გამო ვინ უნდა დაიბარონ საგამოძიებო უწყებაში: ავტოსამრეცხაოს დირექტორი? სასადილოს გამგე? აეროპორტის მმართველი თუ ვინ? ან იქნებ არავინ? მაშ, ის როგორღაა, რომ სწორედ ის გამპროტესტებლები, რომლებიც ახლა დიდ გულზე არიან, თუკი რამე უსიამოვნო ამბავი მოხდა ქალაქში, იმწამს სხვადასხვა თოქშოუში მკაცრად მოითხოვენ წესრიგის დაცვას, პოლიციას უუნაროს უწოდებენ და ხმამაღლა გაყვირიან: მე მსურს, ვიცხოვრო სახელმწიფოში, სადაც დაცული იქნება ჩემი უსაფრთხოებაო?!

უკაცრავად, მაგრამ ძალოვან უწყებებში ადამიანების დაბარების, დაკითხვისა და მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე, წესრიგის დაცვა რომ არ გამოდის? გვრჩება ერთადერთი პასუხი: ამ ქვეყანაში პროკურატურის, პოლიციის, სასამართლოსა და, საერთოდ, ყველა ძალოვანი უწყების მუშაობა უნდა დაექვემდებაროს ქართველ ხელოვანთა ერთ ჯგუფს; უფრო სწორად, იმ ადამიანების “სასტავს”, რომლებიც თავიანთ თავს “ხელოვანებს” უწოდებენ და, სავარაუდოდ, პირადად ლაშა ბუღაძემ უნდა გადაწყვიტოს ხოლმე, ვისი დაბარება შეიძლება პროკურატურაში, ვისი დაკავების უფლება აქვს პოლიციას და ვისი გასამართლების უფლება აქვს სასამართლოს?! აი ასე ხედავენ ეს ადამიანები “სამართლიან და მოწესრიგებულ სახელმწიფოს”. ის არ ჰყოფნით, ხელოვნების სფეროში სრული მონოპოლია რომ აქვთ და ყველა თემაზე ტელევიზიები კომენტარებს მათ სთხოვენ, მათი პრეტენზია უკვე იურიდიულ სფეროზეც ვრცელდება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო დიდ გაქანებას რომ იძენს, გასულ კვირაში პოეტ ზვიად რატიანის ინციდენტმაც დაადასტურა. კერძოდ, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად რატიანი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანესო, წამსვე შეიკრიბა “ხელოვანთა” ბუღაძისეული დასი და ისეთ სიმკაცრით დაგმო “პოლიციელთა თავხედობა” და ისეთი რიხით აცხადებდა, როგორ შეიძლება გამოჩენილ პოეტზე პოლიციამ ხელი აღმართოსო, გეგონება, “არაგამოჩენილ” პოეტზე ან თუნდაც არაპოეტზე პოლიციის მხრიდან ხელის აღმართვა ჩვეულებრიოვი მოვლენა იყოს და მხოლოდ პოეტზე, “ხელოვანზე” შეხებაა პოლიციის მხრიდან ცუდი საქციელი.

ჩემს ამ სტატიას კუდი რომ არ გამოებას, ხაზგასმით აღვნიშნავ: არ ვეხები იმ ადამიანებს, რომლებიც იმთავითვე აცხადებდნენ, პოლიციური რეიდები ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მიუღებელიაო. საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც, დიდი ხანია, უკვე ტვინს ხვრეტენ “ქვეყანაში არსებული განუკითხაობის” შესახებ წუწუნით, მკაცრად მოითხოვენ პოლიციის მიერ წესრიგის დამყარებას და მეორე წუთში, რამე რომ მოხდება, გამორბიან ლოზუნგებით: “პოეტს ხელი არ ახლოთ!”, “მწერალს ხელი არ ახლოთ!”, “მუსიკოსს ხელი არ ახლოთ!”, “ჟურნალისტს ხელი არ ახლოთ!”.

პირდაპირ ვიტყვი: დღეს საქართველო, ფაქტობრივად, ზუსტად ასეა დაყოფილი: მოსახლეობის 25 პროცენტი პოეტია, 25 პროცენტი _ მწერალი, 25 პროცენტი _ მუსიკოსი და 25 პროცენტი _ ჟურნალისტი. მაშ, ვიღას “ახლოს ხელი”, თქვენი აზრით, პოლიციამ, როდესაც “წესრიგის დამყარებას” ითხოვთ?

როგორც ჩანს, ის, ვისაც პოლიციამ შეიძლება “ხელი ახლოს”, თბილისში ასე ძალიან მომრავლებული შავებში გამოწყობილი, შავ ჰიჯაბებში სახედამალული ირანელი და არაბი ქალებია, თუმცა ვიცით კი, რომ ისინი მართლა ქალები არიან? დადიან ქუჩებში და არც ფეხი უჩანთ, არც ხელი, არც სახე, არც წელი, რაიმეთი მაინც რომ მიხვდე ადამიანი, მოძრავი არსება, რომელიც ქუჩაში შემოგხვდა, ქალია თუ კაცი. ხუმრობა იქით იყოს და, მართლა ხომ შეიძლება, ასე შემოსილმა კრიმინალმა, დამნაშავემ, ტერორისტმა მამაკაცმა თამამად აუაროს გვერდი ნებისმიერ საპოლიციო რეიდს? მაშ, რა ქნას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ პოლიციას ლაშა ბუღაძე პოეტების გაჩერებას უკრძალავს, ხოლო ირანის საელჩო _ ჰიჯაბიანი ქალების? ამის პარალელურად, ორივე მოითხოვს ქუჩებში სიმშვიდესა და ქვეყანაში ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს…

როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია, როდესაც ადამიანი ქუჩაში მთვრალი მიდის, ყვირის, იგინება, პოლიციელებსძაღლებსადაბოზებსუწოდებს _ მასთან უნდა მივიდეს და დააკავოს თუ ჯერ გაარკვიოს, პოეტია ის, პროზაიკოსი თუ დრამატურგი? ან, თუკი მკაცრი მუსლიმანური ჩაცმულობახელშეუვალია”, რატომ არ შეიძლება, რომ საყაჩაღოდ მიმავალი ბანდა ზუსტად ასე შეიმოსოს?

სწორედ აქ ელის მთავარი გამოცდა ახალდანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. თუ ისიც აიკიდებს “ბუღაძის შიშის სინდრომს”, რაც აშკარად ეტყობოდა, ფაქტობრივად, ყველა წინამორმედ მინისტრს, ვეჭვობთ, რომ საქმე კარგად გამოუვიდეს და წაუვიდეს. როგორმე დასაძლევია, ასევე, ჩვენი “სტრატეგიული მეგობრის” _ ირანის გაუმართლებელი წნეხიც.

საბოლოოდ კი, რას იზამს და როგორ იზამს შინაგან საქმეთა მინისტრი, ალბათ, ისევ საზოგადოების სწორად წარმართულ აქტივობაზე და საქართველოს მოსახლეობის მიერ მოვლენების სწორ ანალიზზე იქნება დამოკიდებული. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი “ბუღაძიშჩინას” წევრებს ან მართლა “პოეტებად და მწერლებად” მიიჩნევს, ან კიდევ იმის ექსპერტებად, ვის უნდა “შეეხონ” და ვის უნდა “მოერიდონ” ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები.

12 COMMENTS

  1. სტატიაში სწორადაა გაკეთებული აქცენტები, მაგრამ ავტორი ხელს რატომ არ აწერს? მასაც ხომ არ ეშინია ბუღაძის, ტურაშვილის და სხვა კეთილ მ……..ის? გამოსააშკარავებელია ვინ აფინანსებს ამ უბორნიის მჯღაბნელებს?

  2. სავსებით ვეთანხმები ამ სტატიის პათოსს (სამწუხაროდნ სტატიის ავტორის გვარი ვერ დავადგინე) და ზოგადად, ბუღაძის დასის მიმართ გამოთქმულ შენიშვნას. მაინტერესებს ამ დასის სათაყვანებელ ამერიკაში, პოლიციელს რომ რატიანისთანა ტურტლიანმა პოეტმა აგინოს თავზე ხელს გადაუსვამენ?, მეტი ბუღაძისა და მისი ძმაკაცების რა ვთქვი…. ცემით სულს ამოხდიან, დიახ, დიახ. ამერიკული კინო მაინც ნახეთ როგორაა დაყენებული იქ პოლიციელის ავტორიტეტი. ეს მარადიული ბავშვი, თავხედი ბუღაძე, რომელსაც პირიდან და ხელიდან წამოროშილი ყველა სიბინძურე შეარჩინეს, მთელ საზოგადოებას დიდიხანია მენტორად ევლინება და ახლა პოლიციას ასწავლის ჭკუას. დანაშაულის პრევენცია და გამოაშკარავება როგორ უნდა მოხდეს თუ პოლიციის ავტორიტეტს დაბლა დავცემთ. თუ პოლიცია ბუღაძისნაირი ამორალური საზოგადოების მიერ იქნება დათრგუნული და შეშინებული, რას უნდა ველოდეთ მისგან.???

  3. აი ამათ როვხედავ სურვილი მიჩნდება სუ მძღრენიანი წჯეპლით ვცემო

  4. კანონის ფარგლებში პოლიცია ვალდებულია ყველას “ხელი ახლოს”, მაგრამ არა ფეხი და წიხლები, ჩადებები და გამოგონილ დანაშაულთა შეტენვები, საპოლიციო კონტროლის გადაქცევა საპოლიციო დიქტატურად. თუ ძალოვანების რამე გადაცდომას ვინმე გააპროტესტებს, ეს სულაც არაა დანაშაული

  5. am cerilis avtors kvelafersze vetanxmebi,garda ertisa, kacma rac ar unda daashavos policieli ufro magla unda idges da cema ar aris aucilebeli,tumca qartveli kacistvis dedis gineba zneli mosatmenia,magram amis atana tu ar shegizlia policiashi ar unda imushao,ise es ratiani poeti kofila da arasdros ar gamigia ,kargi reklama ki gauketa policiam.

  6. ai amas wqinat zustad amis shesaxeb gavakete komentari, tu rame kriminali moxda, bugaze, misi shemadgenloba da nacenbi gakivian danashaulma imatao, roce reidebi da profilaqtrikuri gonisziebebi daiweyo policiam isev im shemadgenlobam vax es ukanonobaaod da fioqris mere davaskveni, rom qveyanas schirdeba policiel marchielebi, romlebsac sizmarshi deaesizmrebat ama tu im kriminaluri faqtis shesazlo moxvedris shesaxeb, an daesizmrebat es chveni poetr mwerlebi rodis daleven da ginebis muza mouvat! mokled am qveyanashi yvelam tavis ..z mamidas mixedos, tavisi saqme aketos an bugazis sastavma iqneb erti sutrka tviton mosinjon rogoria mudmivad agresiul, mtvral, narkotikuli nivtierebis zemoqmedebis qvesh myof, an sheiaragebul damnashaveebtan saubari an moqmedeba da mere daayeneben ert adgils ertadgilas!

  7. არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში. სწორედ არაპროფესიონალიზმის შედეგია უფლებამოსილების გადამეტებით განპირობებული დანაშაულები, რომლებიც ვერა და ვერ გაგვირკვევია დანაშაულია თუ “კაცურად მოქცევა”. არაპროფესიონალიზმია ისიც, ლანძღვდე დათო ტურაშვილს და ლაშა ბუღაძეს (თითქოს მათზე კარგად შეგეძლოს წერა) და წარმოდგენა არ გქონდეს მათ ნაწერზე. ეს რეიდებიც არაპროფესიონალების მიერ ტარდება, რომლებმაც, სავარაუდოდ, საკუთარი უფლება-მოვალეობებიც არ იციან სრულად. მეც გამაჩერეს რამდენჯერმე, მიმართვები უშუალო და ძმაბიჭურია _ “გაუმარჯოს, აქ ცხოვრობ?”, “ჩემი ძმა, ერთი წუთით!”, “პირადობა გააქ?” და ა. შ.

  8. იმ ქვეყნის საქმე ნაღდად ვერლავას, რომელშიც ბუღაძე ტურაშვილები არიან მწერლები და პოეტები…

  9. ბუღაძის და ტურაშვილის ჭვალი დაგადგათ თქვე გაუნათლებელო და წერა-კითხვის უცოდინარო ყეყეჩებო! ფუ როგორ ყარხართ სულიერად!

  10. პასუხი ქეთინოს საინტერესოა მართლა ქეტინო ხარ თუ გაქეთინოვდი დღევანდელობიდან გამომდინარე. რაც შეეხება პოეტებს მართალს თუ მოპოეტოებს ყველას თუ დამნაშავეა ტყავი უნდა გააძრო არ არსებობს განსხვავება დამნაშავე დამნაშავეა პოლიციამ ტავისი საქმე აკეთოს უშიშროებამ ვისაც საჭიროა მოუსმინოს დაზვერვამ თავისი საქმე აკეთოს და სხვა ქვეყნებზე ნუ მუშაობს თანამშრომლობა მესმის მაგრამ დაზვერვა დაზვერვა იყოს და არა სხვისი ინფორმაციის გაპრავება ყველა თავის საქმეს როცა გააკეთებს ქვეყანაც დაცული იქნება და ადამიანებიც პოეტებმა და მოპოეტოებმა ზოგი დროს ნუ ხარჯავს ჯღაბნაში და ზოგმაც თავის თავს მიხედოს დაწეროს რამე წესიერი და შეეშვას პოლიტიკას.

  11. ფუ რა სირცხვილია …. რამდენი კარგი ბიჭი, კაცი, მამა, ქმარი შეეწირა საქართველოს და ეს სირები კიდე რა დღეში არიან: დედა უნდა მოუტყნა ყველას ვინც დასაჭერია დაიჭირო, არიან დამნაშავეები ვისზეც ცოცხი ალალიც კია. ასე რომ მოგიტყანთ ბუღაძე და მისი დასი ვინც ამ სირი რატიანის საქციელს ამართლებთ და პატრიარქის ბილწად მოხსენიებას პატიობთ. ქალბატონ ქეთინოს კიდევ რა უნდა ელაპარაკო. ეტყობა კომენტარიდან რა დებილი ბუღაძისტია. მოგიტყანთ აზრთა თავისუფლება და მენტალიტეტი…..

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here