Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი მეცნიერებმა ჩაის საიდუმლოებები მისი დნმ-ის გაშიფვრით გამოიცნეს

მეცნიერებმა ჩაის საიდუმლოებები მისი დნმ-ის გაშიფვრით გამოიცნეს

1126
ჩაი

ჩინელმა გენეტიკოსებმა ჩაის ბუჩქის Camellia სინენსისის დნმ გაშიფრეს და დაადგინეს, რატომ აქვს ჩაის უნიკალური გემო და კოფეინი.

ჩაის გენეტიკური სტრუქტურის გამოკვლევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩაის გემონი შედგება 3 მილიარდზე მეტი წყვილი ნუკლეოტიდებისგან.

ასევე დადგინდა, რომ ამ მცენარის დნმ-მა ევოლუციის განმავლობაში ორჯერ განიცადა სრული გენური დუპლიკაცია (ლათ. გაორმაგება): პირველი, ყველაზე ძველი, რამდენიმე სახეობას შეეხებოდა, მეორე კი უნიკალური იყო კამელიას სახეობისთვის.

ჩინელი გენეტიკოსების ვერსიით, სწორედ მეორე დუპლიკაციამ აქცია ჩაის გემო უნიკალურად და საშუალება მისცა მცენარეს, შეგუებოდა სხვადასხვა გარემო პირობას. ამას გარდა, დადგინდა, რომ ჩაის გემოში კოფეინის სინთეზი უნიკალური მოვლენაა, რამდენადაც მისი გენეტიკური “წინაპრებისთვის” ეს უცხო იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here