Home სხვადასხვა დაიჯესტი მეცნიერებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებისას ზრდის სიკვდილის ალბათობას

მეცნიერებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებისას ზრდის სიკვდილის ალბათობას

1070
მეცნიერებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებისას ზრდის სიკვდილის ალბათობას

მწვავე რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციის (ISARIC) ექსპერტებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებთან ერთადაც კორონავირუსის ინფიცირებისას იმატებს სიკვდილიანობა. ეს დაავადებებია: დემენცია (შეძენილი ჭკუასუსტობა), სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა და დიაბეტი.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 16 749 ადამიანის მონაცემების გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტთა ნახევარზე მეტს ჰქონდა, სულ ცოტა, ერთი ქრონიკული დაავადება, ხოლო ასეთ პაციენტებში სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა 40%-ით მეტია.

თანმხლებ დაავადებათა შორის ყველაზე სახიფათო აღმოჩნდა დემენცია _ ის ზრდის სიკვდილის ალბათობას 39%-ით. შემდეგ მოდის სიმსუქნე, რომელიც გარდაცვალების რისკს 37%-ით ზრდის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კი _ 31%-ით. სიკვდილის შემთხვევების მატებას ხელს უწყობს, აგრეთვე, ასთმა, დიაბეტი და თირკმლების დაავადებები.

Radiosputnik.ruზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here