Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი მეცნიერები 2018 წლისთვის პოლიომელიტის გლობალური ლიკვიდაციისკენ მოუწოდებენ

მეცნიერები 2018 წლისთვის პოლიომელიტის გლობალური ლიკვიდაციისკენ მოუწოდებენ

948
ლაბორატორია

ასობით მეცნიერმა და მედიკოსმა გამოაქვეყნეს დეკლარაცია პოლიომელიტის ლიკვიდაციის თაობაზე, რომლის მიღწევას ისინი 2018 წლისთვის ფიქრობენ. დეკლარაციის გამოსვლა დაუკავშირეს ცნობილი ვირუსოლოგის _ ჯონას ედვარდ სოლკის მიერ პოლიომელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის 58 წლისთავს.

დეკლარაციას ხელი მოაწერა 400-ზე მეტმა მეცნიერმა, რომლებიც მოუწოდებენ “პოლიომელიტის გლობალური ლიკვიდაციის სტრატეგიული გეგმის” განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერისკენ, რომელიც შედგენილია Global Polio Eradication Initiative-ის ინიციატივის ფარგლებში. ამჟამად პოლიომელიტით დაავადებულთა მაჩვენებელი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალია. დაავადების აფეთქება მხოლოდ სამ ქვეყანაში აღინიშნება: აფღანეთში, ნიგერიასა და პაკისტანში. GPEI-ის შეფასებით, 2018 წლისთვის დაავადების მთლიანი ლიკვიდაციისთვის საჭიროა 5,5 მილიარდი დოლარი.

როგორც დეკლარაციაზე ხელის მომწერნი აღნიშნავენ, ამჟამად არსებობს ყველა საშუალება და შესაძლებლობა დაავადების დასამარცხებლად. ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეისათვის ვაქცინაციით მოხერხდა პოლიოვირუსის სამი ტიპიდან ერთ-ერთის მოსპობა.

2012 წელს დაავადების მხოლოდ 223 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა _ რეკორდულად მცირე დაავადების მტელი ისტორიის განმავლობაში; ხოლო 2016 წელს _ მხოლოდ 16. ინდოეთში, სადაც პოლიომელიტის დამარცხება ყველაზე ძნელი ეგონათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here