Home ახალი ამბები მაჩალიკაშვილების ოჯახის შეხვედრა მთავარ პროკურორთან დასრულდა

მაჩალიკაშვილების ოჯახის შეხვედრა მთავარ პროკურორთან დასრულდა

1162
პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის  ოჯახის შეხვედრა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან თბილისში, უკვე დასრულდა.
თუმცა მაჩალიკაშვილებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშილი, საქმის სრულ მასალებზე წვდომას ითხოვს.
კუბლაშვილის თქმით, მათ არ ესმით, რატომ აჭიანურებს პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საქმეს.

“ჩვენი მოთხოვნაა, სწრაფად გვცნონ დაზარალებულებად. აქამდე გვქონდა წვდომა მასალებზე, რაც სრულყოფილ შეფასებას არ იძლევა. იქ არის გასაიდუმლოებული ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – სპეცრაზმელის ჩვენება, სატელეფონო კავშირები, რა დროს დარეკეს, ვისგან დარეკეს, რა დროს იქნა გადაყყვანილი საავადმყოფოში, რამდენად დროულად იქნა გადაყვანილი. იგივე ხელყუმბარის ნაწილი, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ არის. ამ კუთხით გვაქვს კითხვები, ეჭვები გვაქვს და გვსურს მალე მივიღოთ პასუხები”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა, იგი რამდენიმე დღეში თბილისში საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here