Home ახალი ამბები მსოფლიო მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსმა მომიტინგეებთან ერთად დაიჩოქა, სამხრეთ ფლორიდის სპეცდანიშნულების რაზმის...

მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსმა მომიტინგეებთან ერთად დაიჩოქა, სამხრეთ ფლორიდის სპეცდანიშნულების რაზმის ათმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა

2434
მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსმა მომიტინგეებთან ერთად დაიჩოქა, სამხრეთ ფლორიდის სპეცდანიშნულების რაზმის ათმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა

აშშში, სამხრეთ ფლორიდის პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის 10-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ისინი სხვადასხვა საკითხით არიან უკმაყოფილო, მათ შორის იმის გამოც, რომ ქალაქის პოლიციის უფროსმა მომიტინგეების წინაშე დაიჩოქა.

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები კოლექტიური გადაწყვეტილების საბაბად “არსებულ პოლიტიკურ კლიმატსა და ბოლოდროინდელ ადგილობრივ მოვლენებს” ასახელებენ. ჯგუფის წევრებმა ადგილობრივი პოლიციის უფროსს უთხრეს, რომ ეს იყო ბოლო წვეთი, როცა სოლიდარობის ნიშნად სამართალდამცველებმა მუხლი მოიყარეს.

“შტაბის წევრები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად იჩოქებენ,… უკვე აღარ არის მისაღები ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის”, – აღნიშნეს მათ. აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ში საპროტესტო ტალღა დაიწყო. დემონსტრაციებზე სოლიდარობის ნიშნად ხშირად იჩოქებენ ხელისუფლებისა თუ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here