Home სხვადასხვა დაიჯესტი მასწავლებელ ქალს ბრალი დასდეს 14 წლის ბიჭის ცდუნებაში

მასწავლებელ ქალს ბრალი დასდეს 14 წლის ბიჭის ცდუნებაში

326
მასწავლებელ ქალს ბრალი დასდეს 14 წლის ბიჭის ცდუნებაში

გეოგრაფიის მასწავლებელს, 23 წლის მონიკა ელისაბედ იანგს, რომელიც სიდნეიში (ავსტრალია) მოღვაწეობდა, სერიოზული ბრალი წაუყენეს. ვარაუდობენ, რომ მას რამდენიმეჯერ ჰქონდა ინტიმური კავშირი 14 წლის ბიჭთან და სთხოვდა, სოცქსელებით გაეგზავნა მისთვის ინტიმური ფოტოსურათები. მასწავლებელმა მოსწავლეს გაუგზავნა ფოტო, რომელზეც იგი საწოლში მონებივრეა აღბეჭდილი და მისწერა, რომელოდება”.

გამოძიებით დგინდება, რომ მასწავლებელმა რამდენიმეჯერ აიძულა ყმაწვილი, საკლასო ოთახში მიალერსებოდა მას, ხოლო ერთხელ საკუთარი მანქანით წაიყვანა პარკში და მანქანაშივე აცდუნა. გამომძიებლებმა ხელთ იგდეს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია, მონიკას მანქანა რომ უახლოვდება პარკს, _ წერს Daily Mail, მაგრამ, რა ხდება მანქანის სალონში, არ ჩანს.

პატივცემული მასწავლებელი გაცხარებით უარყოფს, რომ ბიჭთან ჰქონდა ინტიმური კავშირი. მან ერთი თვე ციხეში დაჰყო, მაგრამ ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. საქმეზე მეორე მოსმენა სასამართლოში სექტემბრის ბოლომდე გაიმართება. მონიკა მასწავლებლობიდან დაითხოვეს.

ირკვევა, რომ ბავშვების ეს აღმზრდელი დანიშნული იყო და დღე-დღეზე უნდა გათხოვილიყო. წყვილი ერთობლივ სასიყვარულო ფოტოსურათებს სოცქსელებში აქვეყნებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here