მთავარი სამართალი მარიხუანის მოხმარებისთვის სანქციები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა

მარიხუანის მოხმარებისთვის სანქციები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა

429
გააზიარეთ
სანქციები

საკონსტიტუციო სასამართლომ  30 ივლისს  პარტია „გირჩის“  წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი  სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

სარჩელის ავტორთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს, რომ მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

საკონსტიტუციო სასამარლომ  მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here