Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): აღმოსავლეთში პაპიზმის გადმოტანის მცდელობა არის ის ბოლო ლახვარი, რომლითაც...

მამა გიორგი (რაზმაძე): აღმოსავლეთში პაპიზმის გადმოტანის მცდელობა არის ის ბოლო ლახვარი, რომლითაც მომაკვდინებელი დარტყმა მიადგება მართლმადიდებლობას

2266
მამა გიორგი (რაზმაძე)

რამდენიმე დღის წინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელ კირილე პირველს ინტრონიზაციის ათი წლის იუბილე ოფიციალურად მიულოცა. მისალოცმა წერილმა, რომელშიც მისი უწმინდესობა ორი ეკლესიის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე საუბრობდა, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოშილიბერალურიისტებლიშმენტის ისტერიკა და კბილთა რღჭენა გამოიწვია, კერძოდ, შეშფოთება და გაღიზიანება, რომელსაც შემდეგ მწვავე შეფასებებიც მოჰყვა (მათ შორის, პატრიარქის მისამართითაც).

უკმაყოფილება განსაკუთრებით წერილის იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელშიც უწმინდესმა ხაზი კირილე პირველის დამსახურებებს გაუსვა: “ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროს ჩვენ, ყველას, ჩვენი პირადი გამოცდა გვაქვს, ჩვენი პირადი პრობლემები, მაგრამ ახლა თქვენც და ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევის წინაშე დავდექით და ბევრი რამ არის ჩვენს ქმედებებზე დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. დიდია ეს გამოწვევა, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერთმანეთის წინაშე”…

პატრიარქმა წერილში მინიშნებები იმ გამოწვევებზე გააკეთა, რომლებიც დღევანდელ ვითარებაში ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მრწამსის, სწავლებისა და სჯულის კანონის დაცვას შეეხება. თუმცა წერილით აღშფოთებულ “ლიბერალურ” მედიაში ამავე მედიის მიერ თეოლოგებად, ხელოვანებად, ექსპერტებად თუ პოლიტიკოსებად შერაცხილმა პირებმა “რუსულ საფრთხეებზე” შვიდ ბრუნვაში ილაპარაკეს და საპატრიარქო კრემლის აგენტურის ბუდედ, თავად პატრიარქი კი კრემლის მესვეურის მთავარ ინსტრუმენტად და ინტერესების გამტარებლად მოიხსენიეს…

რას ნიშნავს ილია II-ის მიერ პატრიარქ კირილესთვის გაგზავნილ მისალოც წერილში დაწერილი სიტყვები: “მთელი მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევების წინაშე დავდექითდა რა შედეგებს მოიტანს მსგავსი გზავნილები ჩვენი ქვეყნისთვის? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნა, რომ დღეს მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქეს. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ აფასებთ ამ წერილს და როგორ გესმითსაერთო გამოწვევებისმნიშვნელობა?

_ გამოწვევებზე ადრეც გვისაუბრია და გვითქვამს, რომ ყველა პრობლემა, რომლებიც წარმოიქმნება ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების მიზანმიმართულად დამახინჯებით, საფრთხეა სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის.

მაგალითად, საფრთხეა და გამოწვევაა, როცა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გარკვეული ძალები მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით ცდილობენ ეკუმენიზმის ნორმად მიღებას და გამოცხადებას; როცა კათოლიკე, პროტესტანტი, ბაპტისტი, მუსლიმანი და სხვები მართლმადიდებლებთან ლოცულობენ და ესწრებიან წირვას. გამოწვევაა, როცა ვიღაც ცდილობს, გადახედოს და შეცვალოს ის ძირითადი კანონიკური ნორმები, რომლებსაც ეფუძნება ეკლესია, როცა პირდაპირ და დაუფარავად ცდილობენ, რომ სქიზმატები თვითნებურად დააბრუნონ ეკლესიის წიაღში… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვიღაცას უნდა (ვიზეა საუბარი, ყველამ იცის), სამღვდელოება ლოიალური გახადოს ისეთი მომაკვდინებელი ცოდვის მიმართ, როგორიცაა მამათმავლობა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლაპარაკი მიდის სასულიერო პირებისთვის მეორედ ქორწინების დაშვებაზე, ზიარების წესის გადახედვაზე და .. ცხადია, ეს ყველაფერი არის გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკლესიისთვის, რომელიც იცავს ჭეშმარიტ სწავლებას და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთზეა საუბარი თუ სერბეთზე ან საბერძნეთზე. რაც შეეხება პატრიარქის მისალოც წერილს, მისი უწმინდესობის სიტყვები მე ასე მესმის, რომ ის, რაც დღეს პრობლემაა, ვთქვათ, რუსეთის ან ნებისმიერი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხვალ შეიძლება საფრთხე გახდეს ყველასთვის, რადგან, პრეცენდენტი როცა იქმნება რაღაც ცუდი მოვლენის, მას ყოველთვის მოსდევს ხოლმე გარკვეული გამოძახილი, რაც მერე კიდევ უფრო რთულდება და უფრო სერიოზულ გამოწვევად იქცევა…

_ ამ წერილმა .. ლიბერალურ მედიაში ეკლესიისა და პატრიარქის საწინააღმდეგო კამპანია კიდევ უფრო გაამძაფრა. ლაპარაკობენ, რომ თურმე ამით საპატრიარქომ საბოლოოდ დაამტკიცა კრემლისადმი ლოიალურობა.

_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პროპაგანდის ავტორებს გონიერება არ ჰყოფნით და სწორად ვერ გაიგეს ესა თუ ის გზავნილი. არა, აქ, უბრალოდ, მიდის მიზანმიმართული კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოწყვიტონ ეკლესიას; რაც შეიძლება მეტს გაუჩინონ უაყოფითი დამოკიდებულება, როგორც სამღვდელოების, ისე საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქისადმი. სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდისტულ ომში, საინფორმაციო ველის თვალსაზრისით, მათ აქვთ სრული უპირატესობა, რადგან ძირითადი მედიასაშუალებები და, მათ შორის, ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული .. საზოგადოებრივი მაუწყებელიც, მათ მიერაა მონოპოლიზებული. აი, ეს აძლევს იმ პროპაგანდისტებს ისეთი თავხედობის უფლებას, რომ, როცა პატრიარქი ამბობს ერთს, წარმოაჩინონ სულ სხვა შინაარსით. ჩვენ კი არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და დავანახვოთ, რა ბინძურ, ცრუ კამპანიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ვამბობ ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მომეცემა, რომ ყველა სასულიერო პირმა თავის მრევლს უთხრას სიმართლე. “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” ეთერებში კი არ უნდა ვისხდეთ თავის მართლების რეჟიმში. თუმცა, სამწუხაროდ, არიან დღეს სასულიერო პირები და მათ შორის მაღალი იერარქებიც, რომლებსაც საკმარისია, გვარამიას ტელევიზიამ გადაცემაში დაუძახოს, კისრისტეხით გარბიან. მერე ეს ხალხი გამოდის და ვიღაცას კრემლის ინსტრუმენტად იხსენიებს. თვითონ რომრუსთავი 2”-ის ინსტრუმენტად იქცნენ, ჰგონიათ, ხალხი ვერ ხედავს?! ისე, ჩასაფრებულები რომ არიან ეს ტელევიზიები და საკმარისია, მისმა უწმინდესობამ რამე თქვას, უკუღმა ყვებიან, ზოგიერთი სასულიერო პირის ნათქვამზე რატომ არ არიან ასე ჩაფრენილები?! მაგალითად, რატომ არაფერს ამბობენ, როცა პეტრე კოლხი ან თეოდორე გიგნაძე და სხვები საუბრობენ სარწმუნოებაზე?!

_ თქვენი აზრით, რატომ?

_ იმიტომ, რომ ამ სასულიერო პირების სწავლება და ქადაგება მათთვის მისაღებია; ხოლო ის, რასაც პატრიარქი და მასთან ერთად სამღვდელოების უდიდესი ნაწილი აკეთებს, საფრთხედაა აღქმული. საერთოდ, ეს არ არის გუშინ და დღეს დაწყებული გამოწვევები. ეს პროცესები, დიდი ხანია, მიდის, თუმცა მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელზეც მუქარები გაისმა, დააჩქარა მოვლენები. ასე რომ, მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: პაპიზმის გადმოტანის მცდელობა აღმოსავლეთში არის ის ბოლო ლახვარი, რომლითაც მომაკვდინებელი დარტყმა მიადგება მართლმადიდებლობას. ამიტომაა დღეს საჭირო საერთო გამოწვევებზე საუბარი და, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები ერთნაირად ეხება, როგორც რუსეთს, ისე საქართველოს და ჭეშმარიტი სწავლების დამცველ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას… აქვე მინდა, მოკლედ ვთქვა 3 თებერვალს კიევში წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც ბართოლომეოსის მიერ ხელდასხმული ეპიფანეს “აღსაყდრებას” მიეძღვნა, ამ ღონისძიებას საქართველოდან ესწრებოდა პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და კიდევ რამდენიმე “ლიბერალი”, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ეკლესიისა და მართლმადიდებლობის აქტიური კრიტიკოსი. ეს ადამიანები გახარებული ულოცავდნენ თავიანთ უკრაინელ “ძმებს” ამ “დამოუკიდებლობას” და მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, მათაც მიელოცათ. მართლა ვერ გავიგე, რომელ უკრაინელ ხალხს ულოცავდნენ და რას ულოცავდნენ, სულ ორი პროცენტია მათ მხარეს. სხვათა შორის, იმ ე.წ. ავტოკეფალიურ ეკლესიაში ახლა რომაულ-კათოლიკური მიმართულებაც გაერთიანდა და დღეს ეს, ფაქტობრივად, არის ნაზავი იმ სხვადასხვა მიმდინარეობისა, რომლებსაც მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი აქვს. ისე, თვით ფაქტი, რომ ამ ღონისძიებაზე საქართველოდან უგულავა იყო წასული და მასთან ერთად ის “ლიბერალები”, რომლებიც 24 საათის განმავლობაში პატრიარქსა და საპატრიარქოს ლანძღავენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ევროპული საქართველოარის საქართველოს სირცხვილი და კარგია, რომ 3 თებერვალს კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ ღონისძიებაზე მხოლოდ მისი წევრები იმყოფებოდნენ

_ მედიაში ასევე დიდი მითქმამოთქმა მოჰყვა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებას ჩვენი ეკლესიის პოზიციაზე. მისი განმარტებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს კარგად ესმით, რა შეიძლება დაგვემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით. თქვენ როგორ აღიქვით ეს განცხადება?

_ ძალიან კარგია, რომ საპატრიარქომ გააკეთა ამის თაობაზე განმარტებები და გაირკვა, რას გულისხმობდა რეალურად მიტროპოლიტი ალფეევი. ისე, ჩვენც გვაქვს გარკვეული შეკითხვები რუსეთის საპატრიარქოსთან; მაგალითად, რატომ შენდება დღეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული ეკლესიები. არის თუ არა ეს ყველაფერი შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან?

_ თქვენ თუ ესაუბრეთ ამ საკითხზე რუსეთის სამღვდელოებას?

_ საპატრიარქოს წარმომადგენლებს _ არა. სამღვდელოებას რაც შეეხება, ისინი ხშირად ჩამოდიან მოსალოცად საქართველოში, ასევე ხშირად ვხვდებით ათონის მთაზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საღად და სწორად აფასებენ ყველაფერს. მათი პოზიცია ასეთია: მართლმადიდებლები ვართ და გასაყოფი არაფერი გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს რუსეთის ეკლესიაშიც ბევრია მართლმადიდებლობის მტერი, რომელთა გავლენაც დიდია… აი, ზუსტად ამიტომაა საჭირო საუბრები საერთო გამოწვევებსა და პრობლემებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here