მთავარი საქართველო “მამაჩემი როცა გაიგებს, რომ მარიხუანა მაქვს მოწეული შეიძლება გული გაუსკდეს”

“მამაჩემი როცა გაიგებს, რომ მარიხუანა მაქვს მოწეული შეიძლება გული გაუსკდეს”

1456
გააზიარეთ

„ნარკოტიკებიდან რომელი გაქვს გასინჯული?”, – გადაცემის „მძიმე კაცთან“ წამყვანის დავით კოვზირიძის შეკითხვას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პასუხობ. მისი თქმით, მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკი, მარიხუანა გაუსინჯავს. რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკს, როგორც გრიგოლია ამბობს, მძიმე ნარკოტიკი მისთვის მიუღებელია.

„არ ვეწევი, მაგრამ მარიხუანა გასინჯული მაქვს. ამ თემებს ძალიან დიდი დროს ვუთმობ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ის თემები, რომელზეც ბევრი უნდა ისაუბროს საზოგადოებამ, ძალიან ბევრი უნდა აუხსნას მეორე ფლანგმა ადამიანებს, თუ რატომ ითხოვენ მაგალითად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და ა.შ. ახლა მამაჩემი როცა შეხედავს შენს გადაცემას და გაიგებს, რომ მარიხუანა მაქვს მოწეული შეიძლება გული გაუსკდეს, იმიტომ, რომ ყველას აგინებს, ვინც ამას ითხოვს. როდესაც ამ ლიბერალიცაზიის თემაზე მიმყავს ხოლმე გადაცემები, დედაჩემი მწერს მესიჯებს, – „ინგა, რატომ იცავ შენ ამას?“ და ა.შ.

დედა, მამა, მაპატიეთ, მაგრამ გასინჯული მაქვს…
ჩემთვის ყველაფერი არის მისაღები, რაც ადამიანს თავისუფლებას, სიამოვნებას ანიჭებს. უბრალოდ მე მაქვს მკვეთრად გამიჯნული დამოკიდებულება, მაგალითად მძიმე ნარკოტიკებთან და მარიხუანასთან მიმართებაში. მე ბევრი მეგობარი მყავს მძიმე ნარკოტიკების გამო გარდაცვლილი, ჩემი თაობის… ან მართლა „გასული“ რომ არის დღემდე, არაადეკვატური, სახლიდან გაზიდული ყველაფერი… ტრაგიკული ცხოვრებით…. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით ისევე თამამად იტყვის, რომ აუცილებელია ყველა სახის ნარკოტიკის ლიბერალიზაცია, როგორც ამას თამამად ვიტყვი მარიხუანაზე. სიგარეტს მოწევ, მარიხუანას მოწევ თუ ვისკის დალევ, ეს თუ შენ სიამოვნებას განიჭებს და კარგად ხარ, კეთილი, საყვარელი ხარ და არ განერვიულებს კედლებს მიღმა რაღაც აბსურდული ქართული პრობლემები, რატომაც არა?! მაგრამ, მძიმე ნარკოტიკებზე მაქვს ძალიან მძიმე რეაქცია. არ ვისურვებდი ასე თამამად მძიმე ნარკოტიკების თემაზე საუბარს, როგორც მაგალითად, მარიხუანაზე“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here