მთავარი მსოფლიო მაკრონი: ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა რუსეთთან, რათა ერთობლივად გადავჭრათ მსოფლიო კრიზისები

მაკრონი: ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა რუსეთთან, რათა ერთობლივად გადავჭრათ მსოფლიო კრიზისები

1873
გააზიარეთ
მაკრონი

ემანუელ მაკრონი  რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის გამართვას აპირებს. ეს  ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობს, გადაწყვიტოს საერთო კრიზისები. დიალოგი გულუბრყვილობის გარეშე წარიმართება. ამის თაობაზე  საფრანგეთის პრეზიდენტმა Le Journal du Dimanchთან ინტერვიუში ისაუბრა. ამასთანავე, გამოცემას გააცნო დეტალები პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისა, რომელიც სირიაზე კოალიციის სარაკეტო დარტყმის წინა დღეს გაიმართა.

“ჩვენ რუსეთთან უნდა დავამყაროთ კულტურული, სამეცნიერო და გეოპოლიტიკური ურთიერთობა, რათა გადავჭრათ საერთაშორისო კრიზისები, რომლებიც ყველას გვეხება”, _ შენიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, მაგრამ იგი არ აპირებს,  რუსეთს საფრანგეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება მისცეს.

მაკრონის აზრით, მხოლოდ ასეთი პოზიციით შეიძლება აღდგეს ურთიერთპატივისცემა. მისი სიტყვები რომ გავიმეოროთ, “რუსული პროპაგანდის ინტენსივობამ საფრანგეთში იკლო”, “ხოლო ორ ქვეყანას შორის პატიოსანი დიალოგით შესაძლებელი გახდა, სირიის რეჟიმისთვის გადაგვეცა საფრანგეთის მიმართვები, ასევე გვეცნობებინა, სირიაში პოლიტიკური რეჟიმის მოსაწესრიგებლად ჩვენი განზრახვის მნიშვნელობა”.

“ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ მე ნეოკონსერვატორი არ ვარ. მხარს არ ვუჭერ ინტერვენციებს, არ მსურს ომი სირიის რეჟიმთან”, _ აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა და დასძინა, რომ განზრახული აქვს, სტრატეგიული და ისტორიული დიალოგი გამართოს რუსეთთან, დააკავშიროს ეს ქვეყანა ევროპასთან და აარიდოს საკუთარ თავში ჩაკეტვის საფრთხე.

მაკრონი დარწმუნებულია, რომ პუტინი “ოცნებობს, რუსეთს დაუბრუნოს დიდება”. “დამცირებამ, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას მოჰყვა, მას სერიოზული დაღი დაასვა, რაც ბიძგს აძლევს იმ ადამიანის ქმედებას, რომელმაც ეს პერიოდი საკუთარი ხალხის შეურაცხყოფად აღიქვა. მე ამის გაგება შემიძლია, მაგრამ ჩემთვის რუსეთი ევროპის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს იცნობდა ისეთ დემოკრატიას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ”, _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here