მთავარი დაიჯესტი მაგნატის მემკვიდრემ იყიდა კუნძული და სექსმონების იმპერია შექმნა

მაგნატის მემკვიდრემ იყიდა კუნძული და სექსმონების იმპერია შექმნა

1319
გააზიარეთ
კლერ ფრონფან

კლერ ფრონფანმა, 39 წლის ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ალკოჰოლური კომპანია Seagram’sის მემკვიდრეა, იყიდა ერთი კუნძული, თვითმფრინავი და სექსკულტის დაფინანსება დაიწყო.

კლერი, რომლის ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული, დააპატიმრეს ორგანიზაცია Nxium-ის საქმეზე. ამ საქმის ფიგურანტებს ბრალი ედებათ სექსუალურ ექსპლუატაციასა და ადამიანებით ვაჭრობაში, _ იუწყება Fox News.

დაკავებულები არიან, აგრეთვე, სექსკულტის ლიდერი კით რანერი და მისი მარჯვენა ხელი, სერიალ “სმოლვილის საიდუმლოებანის” მსახიობი ქალი ელისონ მაკი. ისინი ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებად წარუდგნენ ფართო საზოგადოებას. მდედრთა ამ საზოგადოების წევრობის მსურველებს ლიდერისთვის თავიანთი შიშველი ფოტოები ან სხვა მაკომპრომენტირებელი მასალები უნდა გაეგზავნათ, ვითომდა თავიანთი საქმიანობის დასაცავად მხილების შემთხვევაში. მაგრამ ეს მოთხოვნები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ თავს გადახდათ.

“მოძრაობის” ყოველ ახალ მონაწილეს აიძულებდნენ, გაშიშვლებულიყვნენ იმ მოტივით, რომ წევრად კურთხევის ნიშნად სვირინგი უნდა გაეკეთებინათ. შემდეგ აწვენდნენ მასაჟის მაგიდაზე, რომლის გვერდით სამი მამაკაცი იდგა და სვირინგის ნაცვლად ლიდერის ინიციალებიან დამღას ადებდნენ.

“ჩვენ ვტიროდით და ვკანკალებდით. ერთმანეთს ხელებით ვიყავით ჩაჭიდებულები. ეს იყო საშინელება. თითქოს გავქვავდი და ჩემის სხეულის თითოეული ნაწილი მეუბნებოდა: “წაეთრიე აქედან, გაიქეცი!”

ქალებს აიძულებდნენ, რამდენიმე პარტნიორთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას, ცივი წყლის ქვეშ ყოფნას და წონის დაკლებას, მოუწოდებდნენ დაუქორწინებლობის აღთქმის დადებისკენ და ა.შ.

ბრონფანი და მისი უფროსი და სარა გარდაცვლილი კანადელი მილიარდერის _ ედგარ ბრონფანის და მასზე 20 წლის უმცროსი ცოლის ქალიშვილები არიან. ორივემ მილიონობით დოლარი შეწირეს სექსკულტს, რის გამოც მამა მათთან დალაპარაკებასაც არ კადრულობდა. გამოძიება უმცროს ბრონფანს აშშ-ში არალეგალური მიგრანტების ჩაყვანის ორგანიზებასა და კანონმდებლობის სხვა  დარღვევაშიც ამხელს.

მას 20 წლით ციხეში ჩასმა ემუქრება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here