ლიანა ჯოჯუა MMA-ს მსოფლიო ჩემპიონია! ქართველმა “მგელმა” მოსკოვში რუსს სცემა (ვიდეო სრულად)

2286
გააზიარეთ

ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ლიანა ჯოჯუა, ცნობილი როგორც მგელი, FIGHT NIGHT GLOBAL-ის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელია.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ 5 რაუნდიან სასტიტულო ორთაბრძოლაში ჩვენებურმა მგელმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი მარინა მოხნატკინა მსაჯთა კოლეგიის ერთხმოვანი გადაწყვეტილებით 48-47, 47-47, 49-45 დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი მებრძოლი გახდა, რომელმაც MMA-ში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლიანა ჯოჯუა:

ორთაბრძოლების საერთო რაოდენობა: 8 გამარჯვება: 6 წაგება: 2

რუსთან გამარჯვების შემდეგ ჯოჯუამ დარბაზში მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს და შემოსძახა – საქართველოს გაუმარჯოს! 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here