მთავარი ახალი ამბები ლე პენი: ევროკავშირი უნდა დაინგრეს და ამისათვის ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო

ლე პენი: ევროკავშირი უნდა დაინგრეს და ამისათვის ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო

1231
გააზიარეთ

საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირი არის კატასტროფული ორგანიზაცია, რომელიც ევროპას კლავს.

ამის შესახებ ლე პენმა  პრაღაში, ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები შეკრებაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლის დროს, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შიგნიდან უნდა დაინგრეს და ამისათვის ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

ულტრამემარჯვენე ლიდერების მასპინძელი ჩეხეთის თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტიაა.

SPD-მ ჩეხეთში ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 11 % მოიპოვა. პარტია ცნობილია ანტიისლამური და ანტიიმიგრაციული იდეოლოგიით.

 

პრაღაში შეკრებილმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უნდა იმუშაონ საკონტინენტთაშორისო თანამშრომლობის ახალ მოდელზე, რომელსაც ევროკავშირთან კავშირი არ ექნება, ევროპის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება ლტოლვილების საკითხზე, იმიგრაციის პოლიტიკაზე და დაიცავს ევროპელი ხალხის ინტერესებს.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. მე შემრცხვა და საკუთარი ტავი შემეზიზღა,როცა ჩემი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ქეჩოში წავლებულს ვხედავ.ის ხომ თავის დროზე მოსახლეობის 90%-მა აირჩია?!დღეს დასაცინი გახდა,როგორც ქართველების ,ასევე მთელი მსოფლიოს მხრიდან.ამბობენ სააკაშვილი ამერიკის პროექტია-ო,მაშინ რა გამოდის?
    ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კი არა,სტრატეგიული გამანადგურებელი ყოფილა,როცა ჯერ ავტორიტეტს უქმნი ამათუ იმ პიროვნებას და მერე ანადგურებ…(თუ კარგად დავაკვირდებით,ეს ამერიკული ,,წესია”)
    რატომ?
    იმიტომ,რომეროვნული ღირსება,ადათი,თავმოყვარეობა,რწმენა,წესი გაანადგურო და ხალხი ,,საძოვარზე მიშვებულ ნახირად”აქციო…
    და ჩვენც ვიქეცით!
    რა გემრიელად ვჭამთ ერთმანეთს!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here