მთავარი პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ვის უპირებს “გადაგდებას” ბახტაძე: ევროკომისრებს თუ ქართველ საზოგადოებას?

ლევან ჩაჩუა: ვის უპირებს “გადაგდებას” ბახტაძე: ევროკომისრებს თუ ქართველ საზოგადოებას?

1911
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურად გაკოტრებულიქართული ოცნებისიდეოლოგიურ დისკურსში ჩვეულმალიბერალურმარიტორიკამ იკლო და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე გაკეთებულმა რიხიანმა განცხადებებმა იმატა. საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის კეთილგანწყობის მოპოვებაზე ორიენტირებულმა ხრიკმა აშკარა პიარკამპანიის ხასიათი მიიღო და ერთგვარ თეატრალურ წარმოდგენას დაემსგავსა. უმრავლესობის ლიდერების ამ ტრიუკებს დამაჯერებლობა აკლია. მეტიც, ხელისუფლების მცდელობას, რომ სიტყვით ეროვნული ფასეულობების ერთგულება ამტკიცოს, ხოლო საქმით _ საპირისპირო, ცინიზმისა და ირონიის ელფერი დაჰკრავს, რაც ამ პოლიტიკური კლოუნადის მიზანს ცხადყოფს.

ამ დღეებში “მეოცნებე” ხელისუფლების თავკაცებმა ერი და ბერი რამდენიმე განცხადებით “გააოცეს”. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაცისკროვნებული სახით დასძინა, რომ ერს, რომელიც ტრადიციებს დაივიწყებს, მომავალი ვერ ექნება. მანამდე კი საზოგადოება საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კიდევ უფრო მძაფრმა “პატრიოტულმა” სულისკვეთებამ “განაცვიფრა,” რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ყოველგვარ “ლიბერალურ სტანდარტს” გადააბიჯა და ამაყად განაცხადა: საქართველოში დომინანტი ტრადიციული ქართული ოჯახის კულტურა უნდა იყოსო.

მოკლედ, ხელისუფლებამ, რომელიც შიდაპარტიული კრიზისის ფონზე ნელ-ნელა პოლიტიკურ კრახამდე მიდის, საზოგადოების უმრავლესობას კოჭი გაუგორა. ამით, ერთი მხრივ, თითქოს ქულებიც დაიწერა და კონსერვატორი ოპონენტების გარკვეულ კრიტიკას უპასუხა; მეორე მხრივ კი, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების მუხტი, რომელიც დიდწილად სწორედ “ლიბერალურ” მიდგომებს უკავშირდება, წინასაარჩევნოდ გაანელა. თუმცა, ერთია პიარი და პოლიტიკური მანტია, რომელსაც ამომრჩევლის თვალის ასახვევად ირგებენ, და მეორე _ რა შეიძლება იყოს ამ იაფფასიანი აფერის შედეგი…

რა მიზანს ემსახურება რეალურად მმართველი გუნდის განცხადებები ეროვნული ფასეულობების დაცვაზე და რა გავლენას იქონიებს ეს რეალურად საზოგადოების განწყობაზე? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, წინა კვირას პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერს, რომელიც წარსულს დაივიწყებს, მომავალი ვერ ექნება. მანამდე კი ერთერთ გამოსვლაში მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები უნდა იყოს დომინანტი. რაზეა რეალურად ეს განცხადებები გათვლილი?

_ პოლიტიკურად და ზნეობრივად გაკოტრებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების მუხტი ყოველდღიურად მატულობს, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივონ. ამისთვის იყენებენ ნაცად ხერხებს: წინასაარჩევნო დაპირებებს, ამომრჩევლის ირიბ ან პირდაპირ მოსყიდვას, აჩენენ პარტიაში კონსერვატიული ცვლილებების მოლოდინს და ა.შ. სამწუხაროდ, ეს დამაჯერებლად მოქმედებდა გაუსაძლის ყოფაში ხელოვნურად ჩაგდებულ მასაზე, მაგრამ მივიღეთ წინასააჩევნო დაპირებების საპირისპირო მოცემულობა და ხალხიც აცნობიერებს, რომ ივანიშვილის ნდობა აღარ შეიძლება. რაც შეეხება ბახტაძის მიერ ქვეყნის შიგნით ტრადიციების შენარჩუნებაზე გაკეთებულ განცხადებას, ერთი ანდაზა მახსენდება _ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ევროპაში ჩვენი პრემიერი სულ სხვაგვარად ჭიკჭიკებს. ამას წინათ ევროსაბჭოში გამოსვლისას დასმულ შეკითხვაზე, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ ზაფხულს ლგბტ უფლებების დაცვას და გეიაღლუმის ჩატარებისთვის ხელშეწყობას, ბახტაძემ უპასუხა _ საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია პროგრესისკენ და ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთო. ბახტაძემ პირობა დადო, რომ, ლგბტთა გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი იქნება და თუ, კიდევ არსებობს მიმართულებები, სადაც კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს _ ჩვენ ამის პოლიტიკური ნებაც გვექნებაო. ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ გაღატაკებული ქვეყნის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობითი შეიტანა 500 000 ევრო, რითაც, ბახტაძის თქმით, საქართველომ მადლიერება გამოხატა დასავლელი მეგობრების მიმართ. საკითხავია, როგორ აპირებს ეს კაცი ერთმანეთთან დააკავშიროს ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებები, ევროპაში დადებულ დაპირებებთან?! ვის უპირებს გადაგდებას _ ევროკომისრებს თუ ქართველ საზოგადოებას?!

_ სხვათა შორის, იმავე გამოსვლაში ბახტაძემ მარგინალური ჯგუფები უწოდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებას და სექსუალური უმცირესობების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს

_ ზუსტად აქედან ჩნდება შეკითხვები. ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღმდეგება მთელი ეკლესია, პატრიარქი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გარდა ზნედაცემული ან გამოტოლერანტებული მცირე ნაწილისა. როგორ შეიძლება, ეროვნული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება იყოს პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის, რომელიც კანონმდებლობის დონეზე ებრძვის ეროვნულ ფასეულობებს?! ან როგორ შეიძლება, ტრადიციებსა და ტრადიციულ ოჯახზე საუბრობდნენ ადამიანები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მიიღონ სწორედ ოჯახის დამანგრეველი კანონი სახელწოდებით “ბავშვის უფლებათა კოდექსი”?! თუმცა, იმ კატეგორიისგან, რომელმაც პრაქტიკულად უარყო საკუთარი წარსული და თანამედროვე ლიბერალიზმი გამოაცხადა ქვეყნის ისტორიულ არჩევნად, მსგავსი რიტორიკა ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ხალხი, რომელიც ამტკიცებს, რომ ილია ჭავჭავაძე და ვაჟაფშაველა თანამედროვე გაგებით ლიბერალები იყვნენ. აი, ეს არის ამათი ეროვნულობა და ტრადიციულობა, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ აყრიან ნაცარს თვალში და შავს თეთრად წარმოუჩენენ. შეუძლიათ ანტიდისკრიმინაციულ კანონი მიიღონ, მთავრობის კანცელარიის წინ მამათმავლებს ალანძღინონ ეკლესია, პატრიარქი და მრევლი, მერე კი სამების საკათედრო ტაძარში დამწკრივდნენ სააღდგომო წირვაზე დიდი კელაპტრებით და ტელეეთერებით ურცხვად მიულოცონ მორწმუნე ერს აღდგომის დღესასწაული. ნახავთ, თუ ზუსტად ასე არ იქნება

_ მსგავსი პიარი ეფექტიანია ხელისუფლებისთვის, მოქმედებს ის საზოგადოების განწყობაზე?

_ უნდა ვაღიაროთ, რომ მოქმედებს. ტყუილად არ ბრძანა ოტია იოსელიანმა, ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართაო. კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, იმის ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე. მაგრამ, იგივე კაცი მეორედაც იმავეს რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, შენი ბრალიცაა. ხოლო, მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან მართლა ეროვნული გამოთაყვანება გჭირს, ან იყიდები და ხელს გაძლევს, თავი მოიტყუო. ერთადერთი, რასაც ეს უნიათო ხელისუფლება 7 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს, არის საოცნებო დაპირებებით ხალხის მოთაფვლა; ასევე ის მიზანმიმართული რიტორიკა, თითქოს მხოლოდ ორ ძალას შორის არის არჩევანი და, თუ ოცნების კანდიდატს არ აირჩევენ, მაშინ “ბუა” მოვა მიშას სახით და ამ პოლიტიკური პინგ-პონგის მსხვერპლად გადააქციეს მთელი ქვეყანა. რასაც ოსტატურად უწყობს ხელს მედია. საზოგადოდ, ჩვენი საზოგადოებისისტებადდაყოფა პირდაპირ მეტყველებს ხალხის სულიერებისა და ცნობიერების დაღმასვლაზე, თორემ ქრისტიანი როგორ შეიძლება იყოს მოკვდავი ადამიანისისტი”?! სირცხვილი არ არის უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ერიქოცებადდანაცებადრომ არის დაყოფილი?!

_ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ, მისაღებია ეკონომიკური პროექტების განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობაზე პოლიციური ზემოქმედებით?

_ რომელ ქვეყანაში აშენებენ ჰესებს სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით?! უღირსი ხელისუფლება თავისი ფინანსური ინტერესების გამო პოლიციას აპირისპირებს მოსახლეობასთან. ჯერ რუსთაველზე მომიტინგე ნარკობარიგებს მოუხადეს ბოდიში, ახლა პანკისში ბლუყუნებენ გაფითრებულები… ასე უფრთხილდებიან სახელმწიფოს და მუნდირიანი ვაჟკაცების ღირსებას. ფორმიანს რა კავშირი აქვს ჰესებისა და კასკადების მშენებლობასთან?! რა სპეცნაზელის გასარკვევია ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეუთანხმებლობა?! ვერც ნაცებად და ქოცებად დაყოფილი ხალხი მიხვდა, რომ არ შეიძლება ქვეყანას მართავდნენ მევახშე ვაჭრუკანები. მათ არც პოლიციელის ჯანმრთელობა აინტერესებთ, არც სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაცია და არც თანამემამულეების ყოფა. ისინი მხოლოდ ქონების დაგროვებასა და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაზე არიან ორიენტირებულნი…

_ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის განცდა, რომ მოახლოებული შუალედური არჩევნები ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს ქვეყანაში ვითარება. რეალურია ეს განცდა?

_ ვფიქრობ, სანამ იარსებებს ეს სისტემა, აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობას. რა შედეგიც უნდა მიიღონ კონსერვატიულმა ძალებმა, მაინც გაუყალბებენ და დატოვებენ ბორტს მიღმა. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, უნდა ვიბრძოლოთ სერიოზული კონსერვატული ბირთვის ფორმირებისთვის, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას ანგარიშგასაწევ ძალად. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მახინჯი პოლიტიკური სისტემის ცვლილებების მოთხოვნა და შესრულების მიღწევა.

_ თუ არ იქნება ეს მოთხოვნები შესრულებული?

_ მაშინ ხალხს აქვს აჯანყების კონსტიტუციური უფლება. სხვათა შორის, ეს სულაც არ არის გამორიცხული, თუ ივანიშვილი გონს არ მოეგება და ანგარიშს არ გაუწევს მოსახლეობის კანონიერ მოთხოვნებს. ვიმეორებ, სანამ არ შეიცვლება საარჩევნო კოდექსი, არ მოხდება ცესკოს დაკომპლექტება საზოგადოებისთვის ყველაზე სანდო და ავტორიტეტული პიროვნებებით, არ მოხდება ხმების დათვლა ე.წ. ლაივ-რეჟიმში (როგორც ცალკეულ უბნებზე, ასევე ცესკოში), სანამ არჩევნებში მონაწილეობა არ გახდება სავალდებულო, რითაც ნაც-ქოცები ვეღარ შეძლებენ მამუკა კაციტაძის შედგენილი გაბერილი სიებით მანიპულირებას, მანამ აზრი არ აქვს არანაირ არჩევნებს, ამიტომ არ ვაპირებთ სისტემის მიერ შემოთავაზებულ სპექტაკლში მონაწილეობას.

ამ ზაფხულს ერის მთავარი გამოწვევა .. ლგბტ პარადია. ან ვივარგებთ ქართველები და ეს იქნება ლიბერალების წელში გადატეხვის დასაწყისი, ან ჩავფლავდებით და მამათმავლებს დავუთმობთ ასპარეზს. უფალი უყურებს ჩვენს მოქმედებას და ისე მოგვაგებს, როგორც დავიმსახურებთ. გადამწყვეტი ჟამი დგება! ეს იქნება ჩვენი ერის დიდი გამოცდა. როგორც ჩავაბარებთ, ისეთი შეწევნაც გვექნება უფლისგან.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მივულოცავ საქართველოს! ვნების შვიდეულის მძიმე დღეებია და ვუსურვებ ჩვენს ერს მარხვას სინანულისას და აღდგომას სიხარულისას!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here