მთავარი დაიჯესტი ლგბტ დროშა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების თავზე გაუმარჯოს პედერასტებს(?!)

ლგბტ დროშა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების თავზე გაუმარჯოს პედერასტებს(?!)

1422
გააზიარეთ
ლგბტ დროშა

2018 წლის 17 მაისს ბელარუსში დიდი ბრიტანეთის საელჩომ თავის შენობაზე ლგბტის დროშა გადმოფინა. რადიოთავისუფლებისინფორმაციით, იგივე გააკეთა აშშის საელჩომაც.

რამდენიმე დღის შემდეგ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უწყება “სინანულს გამოთქვამს” დროშების “აქციის” გამო და წარმატებულად არ მიიჩნევს “უცხოეთის სახელმწიფოს ინიციატივას, შექმნას პრობლემები იქ, სადაც ისინი არ არსებობს”.

“ამგვარ მოვლენებზე თვალის დახუჭვის არავითარი უფლება არ გვაქვს. ამას მე ვუწოდებ ცხოვრების ისეთი წესის პროპაგანდას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ეს არის ძირითადი მოტივი იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი კომენტარი”, _ განუცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

“არ გავუკეთებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას კომენტარს. ვფიქრობ, ნებისმიერმა სახელმწიფო ან პოლიტიკურმა მოღვაწემ, ნებისმიერმა სტრუქტურამ, ამა თუ იმ განცხადების გაკეთებისას, უნდა გაითვალისწინოს უფრო ფართო მასშტაბის შედეგები”, _  განუცხადა ჟურნალისტებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ “მინსკის ფორუმის” გახსნის შემდეგ.

“ეს მარტივი საკითხი არ არის. ჩვენ გაგვაოცა ამ განცხადებამ, რომელიც ფრიად მოულოდნელი იყო. გვსურს, ბელარუსში ვიმუშაოთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებში _ ყველა ანტიდისკრიმინაციული ღონისძიების სასარგებლოდ. და ყველა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია, მხარს ვუჭერთ ისეთ პროექტებს, რომელთა შემწეობით ადამიანებს, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, შეუძლიათ თავიანთი პოტენციალის რეალიზაცია. შსს-ს განცხადებამ, რა თქმა უნდა, გაგვაოცა”, _ შენიშნა შვედეთის ელჩმა ბელარუსში.

“აშკარაა, რომ, სამწუხაროდ, ბელარუსში არის დისკრიმინაცია. საგარეო საქმეთა  მინისტრი ჩვენს საელჩოებს მთელ მსოფლიოში მოუწოდებს, გამოფინონ ასეთი დროშები”, _ თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ბელარუსში ფიონა გიბმა.

“თავსმოხვეული პროპაგანდაა. სწორედ ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას ყველაფრისადმი, რაც კი ლგბტ თემას ეხება. მსურს, ჩემი შვილიშვილები აღზარდონ დედამ და მამამ და არა პარტნიორმა #1-მა და პარტნიორმა #2-მა. სექსუალური ორიენტაციის საკითხები უნდა დარჩეს საძინებელ ოთახებში და არ გამოიფინოს, როგორც სიამაყის საბაბი. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ იცხოვრონ ისეთ მსოფლიოში, სადაც თეთრკანიან ჰეტეროსექსუალ მამაკაცს ყველაზე ნაკლები უფლებები აქვს”, _ ასე შეაფასა “მინსკის სკანდალი” ბელარუსის სახალხო ფრონტის აქტივიტსმა ანა სმილევიჩმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here