მთავარი მსოფლიო ლავროვმა ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე პომპეოსთან იმსჯელა

ლავროვმა ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე პომპეოსთან იმსჯელა

267
გააზიარეთ
ლავროვმა ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე პომპეოსთან იმსჯელა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელა, აგრეთვე, ვენესუელის თემატიკაზე ორმხრივი კონსულტაციების ჩატარებაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სატელეფონო საუბარი აშშ-ის ინიციატივით გაიმართა.

ყურადღების ცენტრში იყო ვითარება ვენესუელის გარშემო. სერგეი ლავროვმა დაგმო ამერიკის მუქარები კანონიერი ხელისუფლების მიმართ, რაც სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში დაუფარავი ჩარევა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა”, _ განაცხადეს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ “წამქეზებლობასა და დესტრუქციულ საგარეო ზემოქმედებას “ჰუმანიტარული დახმარების ფარისევლური საბაბით” საერთო არაფერი აქვს დემოკრატიულ პროცესთან.

ვაშინგტონის წინადადებაზე, გაგვემართა ორმხრივი კონსულტაციები ვენესუელის თემატიკაზე, მივუთითეთ, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა ეს აუცილებლად უნდა მოხდეს გაეროს წესდების პრინციპების მიხედვით, რადგან მხოლოდ ვენესუელელებს აქვს უფლება, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი”, _ განმარტეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

მოამზდა

ნიკოლოზ აბაშიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here