მთავარი საზოგადოება “კრიზისების თავიდან აცილება შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ მათი შერბილება აუცილებელია”

“კრიზისების თავიდან აცილება შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ მათი შერბილება აუცილებელია”

რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის მედიათანამეგრობრობა ურთიერთნდობის გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

276
გააზიარეთ
ვიქტორ ლიტოვკინი

სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებშიხიდების მშენებლობისკონცეფცია ხალხისთვის გაცილებით მოსაწონია, ვიდრეკედლების მშენებლობა”. ამ კონცეფციის რეალიზაციისთვის მასმედიას მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი სოციალური პასუხისმგებლობა მოეთხოვება _ ასეთია მორიგი სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის დასკვნა, რომელიც თბილისში გაიმართა ამა წლის 4-7 სექტემბერს.

თბილისში უკვე მესამედ ჩატარდა სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტები და ექსპერტები და რომლის ორგანიზატორიც უცვლელად არის რუსული პოლიტოლოგიური ცენტრისევერიუგი”, პრესკლუბითანამეგობრობადა ჩვენი გაზეთი – “საქართველო და მსოფლიო”.

სამწუხაროდ, წლევანდელი ფორუმის მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულება დასაწყისშივე გამოავლინა:

მოსკოვიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის იყვნენ რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსეი ტოკარევი და რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი. სამივეს სრულიად უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე და უკან გააბრუნეს. ასევე მოექცნენ ფორუმის მეოთხე მონაწილეს, ჟურნალისტ ალან კასაევს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

ალან კასაევი
ალან კასაევი

ღონისძიების პირველსავე დღეს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს დიალოგის ჩაშლის მიზნით, მაგრამ, ორგანიზატორების მიერ რეგლამენტის კორექტირების წყალობით, მედიაფორუმის დღის წესრიგი დიდად არ შეცვლილა. მონაწილეებმა შეძლეს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები მედიის საქმიანობაში თანამედროვე ტენდენციების შესახებ, გააანალიზეს რეგიონის პოლიტიკური კულტურის თავისებურებები და ტრადიციები, შეაფასეს მედიის პოტენციალი რეგიონში კონფლიქტების განეიტრალებასა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

გთავაზობთ ფორუმში მონაწილე სტუმრების გამოსვლებიდან მოკლე ამონარიდებს, რათა საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რა მისიით იყვნენ საქართველოში ჩამოსული რუსი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები, რადგან ქართული ტელევიზიები ურცხვად ცრუობდნენ ფორუმის შინაარსისა და სულისკვეთების შესახებ _ ყველა ტელეარხიდან გაისმოდა მხოლოდ ერთი და იგივე ფრაზა _ საქართველოში რუსული პროპაგანდა გააქტიურდა…

ფორუმის გახსნისას სიტყვა წარმოთქვა “ჩრდილოეთი-სამხრეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა ანჟელიკა ტრაპეზნიკოვამ: “ამ ღონისძიების მიზანია ჟურნალისტიკის დარგის სპეციალისტებს შორის თვალსაზრისის გაცვლა პროფესიულ საკითხებზე და არა კონფლიქტურ თემებზე, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში არსებობს. აქედან გამომდინარე, რეაქცია, რომელიც ჰუმანიტარულმა ინიციატივამ გამოიწვია, გასაკვირია”.

პროფესორის, პოლიტოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკოს აზრით, კრიზისების თავიდან აცილება შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ მათი შერბილება აუცილებელია. თანამდეროვე ჟურნალისტიკის მთავარი მისიაც სწორედ ეს არის.

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და მწერალმა დიმიტრი კოსირევმა დამსწრეთ წარუდგინა მასობრივი, გლობალური საინფორმაციო კამპანიების გამართვის ტექნოლოგიებისა და მეთოდების ყოვლისმომცველი ანალიზი. ამ ტექნოლოგიების ძირითადი მახასიათებელია ფაქტების მიჩუმათება და ინფორმაციის ადრესატთა ემოციებით თამაში, _ ბრძანა მან. თანამედროვე სამყაროში არ შეიძლება იყო მიმნდობი მაშინაც კი, თუ თქვენ, უბრალოდ, მოქალაქე ბრძანდებით და მით უფრო, თუ გაქვთ პრეტენზია, როგორც მასმედიის თანამშრომელს, იყოთ მკვლევარი. კრიტიკული ცნობიერება პროფესიონალი ჟურნალისტის მთავარი თვისებაა”.

ალექსეი ტოკარევი
ალექსეი ტოკარევი

“საბჭოთა პერიოდში ცენტრალური გაზეთების რედაქციებში მიესალმებოდნენ, თუ ჟურნალისტი დაიცავდა საკანდიდატო, მით უფრო, სადოქტორო დისერტაციას. ითვლებოდა, რომ თითოეული ჟურნალისტი ღრმად უნდა ფლობდეს ერთ რომელიმე საგანს და შეეძლოს იმუშაოს ფაქტებთან სხვა სფეროებშიც. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არსებობს. ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა სახელმწიფოში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, არამხოლოდ დავაბრუნოთ ჟურნალისტური პროფესიის უმაღლესი პრესტიჟი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ _ უბადრუკი სტატისტები თუ მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ რაღაც სიახლეებს და განათლება მიაქვთ ხალხამდე,” _ დაასკვნა დიმიტრი კოსირევმა.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი მიიჩნევს, რომ დღეს ჟურნალისტის ელიტური პროფესია განიცდის კრიზისს, რომელიც გამოწვეულია, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორებით. ბოლო ოცი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა საინფორმაციო სივრცე, ტრადიციულ მასმედიას გაუჩნდა კონკურენტი ინტერნეტრესურსებისა და სოციალური ქსელების სახით: თანამედროვე ჟურნალისტიკის ნაკლიაპროფესიონალიზმის ქვედა ზღვარის არქონა, მაგრამ იგი ელიტურ პროფესიად ყოველთვის დარჩება”, _ აცხადებს ვიშნევეცკი.

მედიაფორუმის დღეებში გაიმართა ონლაინკონფერენციები იმ სპიკერებთან, რომლებიც მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.

“იტარ-ტასის” სამხედრო მიმომხილველმა ვიქტორ ლიტოვკინმა დამსწრეთ “სკაიპით” გაუზიარა სამხედრო კონფლიქტების გაშუქების გამოცდილება და თავისი დამოკიდებულება გამოთქვა ფორუმისა და მის გარშემო გამართულ მოვლენებზე: “ამიერკავკასიის სამხედრო პრობლემატიკის გაშუქება ძალიან რთული პროცესია. მთავარია ის, რომ ჩვენი დიალოგი მიმართულია რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტთა დასაახლოვებლად, რადგან მათ ურთიერთნდობას დიდი სარგებელი მოაქვს”. მან ასევე აღნიშნა: ვფიქრობ, ჩვენ სპეციალურად არ შემოგვიშვეს იმ ძალების კარნახით, რომლებსაც არ სურთ საქართველოსა და რუსეთის დაახლოება. ეს უსიამოვნო ინცინდენტი არავითარ გავლენას არ მოახდენს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე. მე მიყვარს და ყოველთვის მეყვარება საქართველო, მისი ულამაზესი და გულღია ხალხი. ბიუროკრატიული ნიუანსების გადატანა, საზოგადოდ, ქართველ ხალხზე, გამორიცხულია”, _ განაცხადა ვიქტორ ლიტოვკინმა.

ვიდეოხიდის რეჟიმის მეშვეობით ფორუმის მონაწილეებს დაუკავშირდა ალან კასაევი, გაზეთსევერნაია ოსეტიასრედაქტორი. მან ილაპარაკა ჟურნალისტური სამუშაოს შესრულების სპეციფიკაზე კავკასიის რეგიონში. მედიაექსპერტმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და რიგი სოციალური და ყოფითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც წარმოიშვა ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად.

სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმზე დასასწრებად გზა გადაუკეტეს ექსპერტ ალექსეი ტოკარევსაც. “მართალი გითხრათ, ძალიან მეწყინა, რომ პროფესიულ წრეებთან და უბრალო ადამიანებთან წლების განმავლობაში აწყობილი ურთიერთობა ვიღაცის სულელური გადაწყვეტილების გამო ერთ დღეში დაირღვა, როგორც ჩანს, მასობრივი შეგნების ფუნქციონირების კანონები უცვლელია. სიძულვილი პატივისცემის გამოხატვაზე გაცილებით ადვილია, რადგან მეორისთვის აუცილებელია ინტელექტი, პირველისთვის კი საკმარისია ემოციები. რასაც მე სოციალურ ქსელებში ზოგიერთი ქართველი მწერდა, საჯაროდ ამის გამოტანა, შეუძლებელია: მუქარა, შეურაცხყოფა, დამცირება, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს საქართველოს მხოლოდ მცირე ნაწილია. საქართველოს ნებისმიერ მხარეში ჩემი სტუმრობისას ყოველთვის ვხვდებოდი ქართულ სტუმარმოყვარეობასა და დახმარებას, რაც დამოკიდებული არ იყო არც ჩემს წარმოშობაზე, არც პასპორტის ფერზე და არც სალაპარაკო ენაზე. დაუფარავი სიძულვილი ქართველების მხრიდან მხოლოდ გუშინ წარმოჩნდა, როცა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებიც არც მე, არც ჩემს სამუშაოს არ იცნობდნენ, სტვენა ამიტეხეს და შეურაცხყოფა მომაყენეს მეც, ჩემს თანამოქალაქეებსაც და სიხარული არ დაუმალავთ ჩემი დეპორტაციის გამო. ამ ქმედებით, სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩემდა სამწუხაროდ, წააგებს საქართველო. აკადემიურ ექსპერტებთან, რომლებისთვისაც უცხოა პროპაგანდისტული შტამპები, კომუნიკაციის არხების დახურვით ხელისუფლება ამცირებს, აკნინებს ობიექტური ანალიზის დონეს, რომელსაც რუსეთი მეზობლის შესახებ იღებს.

რა დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთისადმი და, მათ შორის, არსებული, ერთი შეხედვით, გადაუწყვეტელი პრობლემების მიმართ, ურთიერთობის გაწყვეტა არაკონსტრუქციულია, საშიშიც კი. ნებისმიერი საუბარი კულისებს მიღმა გაჩუმებაზე უკეთესია, რადგან აგრესიული ძალები ყოველთვის ერთი მიმართულებით _ ომისკენ მიდიან. დღეს, სამწუხაროდ, ერთი ასეთი საუბრით ნაკლები დარჩა. მე მაინც კვლავ ვეტყვი ყველას რუსეთში, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, მეგობრულად არის განწყობილი ჩვენი ტურისტებისადმი და შევეცდები, დავივიწყო ის საზიზღარი შთაბეჭდილებები, რომლებიც გუშინ აგრესიულმა ქართველმა ნაციონალისტებმა დატოვეს ჩვენზე”, _ განაცხადა ალექსეი ტოკარევმა.

ქართველმა ჟურნალისტმა, ტელეარხ “ობიექტივის” პროგრამა “ოქროს კვეთის” წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ დაგმო ანტირუსული სტრუქტურების მცდელობა, ჩაეშალათ ფორუმი, მოუწოდა კოლეგებს აქტიური ურთიერთობისკენ ჰუმანიტარულ და საინფორმაციო სფეროში, რათა მათი კონსტრუქციული მოღვაწეობა უფრო გასაგები გახდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ფორუმზე გამართული დისკუსიების შინაარსმა დაადასტურა რუსეთისა და სამხრეთკავკასიის მედიათანამეგობრობის მისწრაფება ურთიერთნდობის სივრცის გაფართოებისკენ, ასევე სოლიდარული ძალისხმევის მიმართვა თანამედროვეობის გამოწვევების გადასალახავად.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here