Home რუბრიკები საზოგადოება კონფლიქტები ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის

კონფლიქტები ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის

ბალოტელის ჩხუბიდან ბექჰემისთვის წარბის გახეთქვამდე

465
მარიო ბალოტელი და რობერტო მანჩინი

ამა წლის თებერვლის ბოლოს გაიმართა ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩი, რომელშიც ლონდონისჩელსიმპენალტების სერიაში დაუთმო ტიტულიმანჩესტერ სიტის”. იმ მატჩში იყო არაორდინარული ეპიზოდი, რომელმაც გულშემატკივართა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. “ჩელსისგოლკიპერმა კეპა არისაბალაგამ, გუნდის მწვრთნელ, მაურიციო სარის მოთხოვნის მიუხედავად, უარი განაცხადა მოედნიდან გასვლასა და კარში ადგილის დათმობაზე სათადარიგო მეკარე ვილი კაბალიეროსთვის. კეპას მატჩის მსვლელობისას ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება ექიმებმა დაჩელსისმთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, პენალტების სერიის წინ შეეცვალა ის, მაგრამ კეპამ მოედანი არ დატოვა და ამით ძალიან შეარყია მაურიციო სარის ავტორიტეტიგთავაზობთ კონფლიქტური სიტუაციების ჩამონათვალს, რომლებიც წარმოიქმნა ცნობილ ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს შორის.

ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენიკო
ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენიკო

ევრა, ანელკა და დომენიკი

2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის კრახით დასრულდა. იმ მუნდიალზე “სამფეროვნებმა” ბოლო ადგილი დაიკავეს ჯგუფში და სკანდალით გაემგზავრნენ სამშობლოში სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკიდან.

საფრანგეთისა და მექსიკის ნაკრებების მატჩის შესვენებაზე მწვავე კონფლიქტი მოხდა მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის. მწვრთნელმა რაიმონ დომენიკმა გასახდელში უკმაყოფილება გამოთქვა ნიკოლა ანელკას მიმართ, რომელიც დაცვაში თამაშს თავს არიდებდა. მოთამაშემ მწვრთნელს უხეშად უპასუხა: “ეშმაკსაც წაუღიხარ, ბინძურო ძუკნის შვილო!” დომენიკმა არ მოითმინა მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და ანელკა ნაკრებიდან გააგდო. მორიგი სკანდალი მეორე დღეს მოხდა. ყველაფერი დაიწყო ვარჯიშზე ევრასა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელს შორის დაპირისპირებით, რომელთა გაშველებაც მთავარმა მწვრთნელმა სცადა. ამის შემდეგ ყველა ფეხბურთელმა მიატოვა ვარჯიში. კონფლიქტში ჩარევა მოუწია საფრანგეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. შედეგად, ანელკამ დაასრულა კარიერა ნაკრებში, ეკრამ 5-მატჩიანი დისკვილიფიკაცია მიიღო, დომენიკი კი პოსტიდან გადადგა.

პოლ პოგბა და ჟოზე მაურინიო
პოლ პოგბა და ჟოზე მაურინიო

პოლ პოგბა და ჟოზე მოურინიო

პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტი სათავეს იღებს მიმდინარე სეზონში მანჩესტერში ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვულვერჰემპტონის” შეხვედრიდან. მასპინძლებმა ვერ შეძლეს “მგლების” დამარცხება, მატჩის შემდეგ კი ფრანგმა ჰავბეკმა პოგბამ დაიჩივლა, რომ მანჩესტერელების შეტევითი სტრატეგია კარგი არ იყო. ამ სიტყვებმა განარისხა მოურინიო, რომელმაც მომდევნო მატჩში “დერბი ქაუნთის” წინააღმდეგ (ინგლისის თასის გათამაშებაში) პოგბა საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში და ვიცე-კაპიტნობაც ჩამოართვა. მეორე დღეს მსოფლიო მოიარა ვარჯიშზე მოურინიოსა და პოგბას საუბარმა. ჩანაწერში ჩანს, რომ პოგბა მირბის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან მისასალმებლად, შემდეგ კი მოურინიო ეუბნება ფრაზას, რომელმაც ფეხბურთელი აღაშფოთა.

2018 წლის დეკემბერში “ლივერპულთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ მოურინიო გადააყენეს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

მარიო ბალოტელი და რობერტო მანჩინი
მარიო ბალოტელი და რობერტო მანჩინი

მარიო ბალოტელი და რობერტო მანჩინი

მწვრთნელ რობერტო მანჩინისა და ფეხბურთელ მარიო ბალოტელს შორის ცნობილი ჩხუბი 2019 წელს მოხდა. “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ ვარჯიშზე მარიომ უხეშად ითამაშა სკოტ სინკლერის წინააღმდეგ, ამის გამო “ქალაქელთა” გუნდის გაბრაზებული თავკაცი ბალოტელის მივარდა და მაისურში ხელი სტაცა. არავინ იცის, რით დასრულდებოდა ეს ინციდენტი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს რომ არ გაეშვილებინათ მოჩხუბრები. ბალოტელი გასახდელისკენ გაემართა და 10 წუთის შემდეგ დატოვა საწვრთნელი ბაზა. ეს ინციდენტი ბალოტელის კარიერის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა “მანჩესტერ სიტიში”.

ის მალე გაყიდეს მილანში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ხოსეპ გვარდიოლა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ხოსეპ გვარდიოლა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ხოსეპ გვარდიოლა

2009 წელს “ბარსელონამ” მილანის “ინტერისგან” ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყიდა. კატალონიელებმა სუპერვარსკვლავში 70 მლნ გადაიხადეს პლუს ეტო’ო. შვედი ვარსკვლავისა და “ბარსას” მწვრთნელის ურთიერთობა თავიდანვე არ აეწყო. ზლატანს არ მოეწონა მწვრთნელის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას ფლანგზე უნდა ეთამაშა და ცენტრში ადგილი ლეო მესისთვის დაეთმო. იბრაჰიმოვიჩისა და გვარდიოლას შორის დაძაბულ ურთიერთობაზე პრესა რეგულარულად წერდა. ერთი წლის შემდეგ ზლატანმა დატოვა “ბარსელონა” და “მილანში” გადაბარგდა. ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც 2015-ში გამოიცა, ზლატანმა დაწვრილებით აღწერა გვარდიოლასთან კონფლიქტი და მას უწოდა მწვრთნელი, რომელსაც “კვერცხები არ აქვს”.

დევიდ ბექჰემი და ალექს ფერგიუსონი
დევიდ ბექჰემი და ალექს ფერგიუსონი

დევიდ ბექჰემი და ალექს ფერგიუსონი

2003 წელს ინგლისის თასზე გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “არსენალთან” დამარცხდა. თამაშის ბოლოს, ეშლი კოულის უხეში თამაშის შემდეგ, დევიდ ბექჰემმა მწვრთნელს შეცვლა სთხოვა, მატჩის შემდეგ კოულმა მანჩესტერელთა გასახდელში შეიხედა და მეგობარ ბექჰემს გაესაუბრა.

დევიდ ბექჰემი
დევიდ ბექჰემი

ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ალექს ფერგიუსონს, რომელმაც გუნდის წინაშე უსაყვედურა ბექჰემს და აღნიშნა, რომ კოულის ფონზე ბექჰემი გოგონასავით გამოიყურებოდა, არ დააყოვნა ბექჰემის პასუხმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ფერგიუსონი გოგონას ჰგავდა არსენ ვენგერის (“არსენალის” იმჟამინდელი მწვრთნელი) ფონზე. ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც შოტლანდიელი მწვრთნელის მოთმინების ფიალა აავსო, მან ხელი სტაცა ბუცს და ბექჰემს ესროლა. ბუცმა ბექჰემს წარბი დაუზიანა. მომდევნო წელს ბექჰემი მადრიდის “რეალიში” გადავიდა და ამ გუნდის მაისურით ესპანეთის ჩემპიონობა (2006/2007) მოიპოვა.

იკერ კასილასი და ჟოზე მოურინიო
იკერ კასილასი და ჟოზე მოურინიო

იკერ კასილასი და ჟოზე მოურინიო

მოურინიო მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელად 2010 წელს დანიშნეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავიდანვე ვერ ააწყო ურთიერთობა “რეალის” ლეგენდა იკერ კასილასთან. შედეგად კასილასი მაყურებლად იქცა სანტიაგო ბერნაბეუზე. მისი ადგილი კი ანტონიო ადანმა და დიეგო ლოპესმა დაიკავეს.

გოლკიპერსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობის გამწვავებას სხვა ფაქტორებიც უწობდა ხელს. კასილასი თავს უფლებას აძლევდა, თავისი აზრი გამოეთქვა მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე, ამას გარდა, მოურინიოს ძალიან არ მოსწონდა, რომ “რეალის” გოლკიპერს კარგი ურთიერთობა ჰქონდა “ბარსელონას” ფეხბურთელებთან _ კარლეს პუიოლსა და ჩავი ერნანდესთან. როგორც ჩანს, ჟოზეს კატალონიელებთან ომი არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე სურდა, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ასე იყო თუ ისე, “რეალის” სიმბოლო სათადარიგოთა სკამზე დასვეს. 2013 წლის დასაწყისში კი იკერმა ხელი მოიტეხა და 3 თვით დაემშვიდობა ფეხბურთს. 2013 წელს “განსაკუთრებულმა” (ასე უწოდებს თავის თავს მოურინიო) დატოვა “რეალი”. გუნდს სათავეში ჩაუდგა კარლო ანჩელოტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კასილასი სათადარიგო მეკარე უნდა ყოფილიყო.

2015 წელს კასილასი პორტუგალიის “პორტოში” გადავიდა. ლეგენდარულმა მეკარემ თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა მადრიდის “რეალის” ისტორიაში _ 17 წლის განმავლობაში 18 სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა.

ბევრს ახსოვს, ალბათ, კასილასის ბოლო პრესკონფერენცია, იკერმა ცრემლი ვერ შეიკავა, როდესაც გააცნობიერა, რომ მშობლიურ გუნდს აღარ სჭირდებოდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here