მთავარი მსოფლიო კიევს უნდოდა, ყირიმი აშშ-ისთვის კოლონიად ჩაებარებინა

კიევს უნდოდა, ყირიმი აშშ-ისთვის კოლონიად ჩაებარებინა

570
გააზიარეთ
კიევს უნდოდა, ყირიმი აშშ-ისთვის კოლონიად ჩაებარებინა

უკრაინის ხელმძღვანელობა მზად იყო, უზრუნველეყო ვაშინგტონისთვისსაკუთარი კოლონიური ადმინისტრაციისგანლაგება ყირიმის ტერიტორიაზესაპატიო დიპლომატიური წარმომადგენლობისსახით.

ეს აღიარა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ხანდოგმა UkrLife-ის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში.

მან თქვა, რომ ასეთ პერსპექტივას განიხილავდნენ უკრაინის პირველი ფერადი რევოლუციის დროს, როცა ხელისუფლების სათავეში ვიქტორ იუშჩენკო მივიდა. მაშინ ამ საკითხზე კიევი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ, რადგან უკრაინამ 2008 წელს არ მიიღო ნატოს წევრობისთვის სამოქმედო გეგმა, ხანდოგი იძულებული შეიქნა, მოლაპარაკება აშშ-ის იმჟამინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან გაეგრძელებინა. ამ მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომლის პუნქტთა შორის იყო ვაშინგტონისთვის ყირიმში ყოფნის გაფართოების პუნქტიც.

“იქ რაღაც საინტერესოც იყო, _ მიანიშნა დიპლომატმა, _ როგორც მახსოვს, ჩვენ დიდხანს განვიხილავდით ამ პუნქტს. დოკუმენტში ლაპარაკი იყო სიმფეროპოლში, ყირიმში საპატიო ან სხვა რაღაც ამგვარი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხზე”.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ჰოდა, რუსულმა დაზვერვამაც იმუშავა და ამერიკელებს ცხვირწინ ააცალა ყირიმი. ვინ დაზარლდა? უკრაინა!
    საქართველოშიც, ამხელა საელჩოს აშენებით, აშშ-მ მარტო საელჩო რომ არაა და სხვა რთული ფუნქციებიც აქვს ალბათ, ისარგებლა რუსეთმა და რასაც მოერია, სამაჩაბლო და აფხაზეთი დავკარგეთ..
    ვინ დაზარალდა? საქართველო!
    ამერიკელებს, ჯერ კიდევ 60-იანის დასაწყისში ცხვირწინ გაუწითლეს კუბა და ახლა, ვფიქრობ, იმის სამაგიეროს უხდინ რუსებს…
    იქაც კუბა დაზარალდა!
    ეს ორი მონსტრი, აშშ და რუსეთი ძმებია! მოჩხუბარი და ქონებაზე დახარბებული ძმები!
    ჩვენ კი, ეს საცოდავი პატარა ერი, გაგვყვეს შუაზე და გადაგვკიდეს ერთმანეთს! ერთნი ქოცობენ, მეორენი ნაცობენ და ლანძღავენ ერთმანეთს…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შალვა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here