მთავარი ახალი ამბები კვლევა: რაც უფრო ხშირად ჩაეხუტებით ბავშვს – ის უფრო ჭკვიანი და...

კვლევა: რაც უფრო ხშირად ჩაეხუტებით ბავშვს – ის უფრო ჭკვიანი და გონიერი გაიზრდება

1651
გააზიარეთ

თუ იმ მშობლების კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც ხშირად ეფერებიან და ეხუტებიან შვილებს, ეს კარგია და ასეთი ქმედება არ უნდა შეწყვიტოთ.

როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური შეხება პატარასთან, მისი განვითარების პერიოდში, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვის გონებრივი განვითარების თვალსაზრისით.

ახალი კვლევის თანახმად, თუ მშობელი შვილს ხშირად ეფერება და ეხუტება, ბავშვი უფრო ჭკვიანი და გონიერი ხდება.

მკვლევარები ამბობენ, რომ რაც უფრო ხშირად ეხუტებით ბავშვს, მისი ტვინი უფრო მეტად იზრდება და ვითარდება.

კვლევა ოჰაიოში, ბავშვთა კლინიკის პროფესორებმა ჩაატარეს. ის 125 ნაადრევად დაბადებული პატარას განვითარების დონის შესწავლას ეყრდნობა.

შედეგი გვიჩვენებს, რომ სიყვარულის გამოხატვამ, ჩახუტებამ და მოფერებამ მათზე დადებითად იმოქმედა და სწრაფად განვითარდნენ გონებრივად.

მკვლევარისა და ექიმის, ნატალი მაიტრეს თქმით, ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა სხეულზე შეხება და ჩახუტება ძალიან დიდ შედეგს იძლევა პატარას ტვინის განვითარების თვალსაზრისით.

ასე რომ, ჩაეხუტეთ თქვენს პატარებს იმდენად ხშირად, რამდენადაც შეგიძლიათ – ამ შემთხვევაში ის უფრო ჭკვიანი და გონიერი გაიზრდება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here