Home რუბრიკები პოლიტიკა კვირიკაშვილის ინიციატივა და ივანიშვილის გაფრენილი “აღმშენებლობითი” იდეები

კვირიკაშვილის ინიციატივა და ივანიშვილის გაფრენილი “აღმშენებლობითი” იდეები

1476
გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი,
გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი,

დღე ისე არ ჩაივლის, ახალი წინადადებით გული არგაგვიხაროსჩვენმა ხელისუფლებამ. ასე მოხდა ახლახან, როდესაც პრემიერმინისტრმა გულისნადები გაგვანდო, _ ორთაჭალაშისამთავრობო ქალაქისმშენებლობა იწყებაო. “გადავწყვიტეთ, მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ორთაჭალაში იმ ადგილას, რომელზეც ბიზნესსახლის პროექტი ხორციელდება, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, რომელზეც გადაიტანენ სამინისტროებს, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგი იქნება, რადგან ქალაქის ცენტრში ბევრი საოფისე თუ სასტუმროებისთვის ხელსაყრელი სივრცე გამოთავისუფლდება; მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი…”


მოდი, განვიხილოთ პრემიერის ნათქვამი. მაშ, ასე: პრემიერი ამბობს, “გადავწყვიტეთ”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს “გენიალური” იდეა მხოლოდ მას კი არ ეკუთვნის, არამედ სხვასაც _ ერთ ან რამდენიმე პირს. საინტერესოა, ვინ არიან ისინი.

თუ სიტყვა “გადავწყვიტეთ”-ში მხოლოდ ერთი კაცი და პრემიერი იგულისხმება, ის ერთი ცნობილია. მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი _ გრანდიოზული, მაგრამ ყოვლად გამოუსადეგარი მშენებლობების ავტორი. მხოლოდ შეკვეთილის 100-მილიონდოლარიანი საკონცერტო დარბაზი რად ღირს ან დაცარიელებულ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, გათვლილი 50 000 სტუდენტზე.

გარდა ამისა, “სამთავრობო ქალაქის” მშენებლობა დიდძალ სახელმწიფო თანხასთან არის დაკავშირებული, რასაც თავის თავზე კვირიკაშვილი არ დაიკისრებს. ვეჭვობ, ის, რაც კვირიკაშვილმა თქვა, სულაც არ არის მისი იდეა. ის, უბრალოდ, ივანიშვილის დავალების გამხმოვანებელია.

საბჭოთა პერიოდში მცხოვრებ ადამიანებს კარგად ახსოვთ სიტყვა “გადავწყვიტეთ” და მისი მნიშვნელობა. როდესაც ამ სიტყვას საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ამბობდა, ნიშნავდა, რომ გადაწყვიტა პოლიტბიურომ, ე.ი. პოლიტბიუროს არა ერთმა ან ორმა, არამედ მრავალმა წევრმა _ უმრავლესობამ, რაც აშკარად მიანიშნებდა არა ერთის გადაწყვეტილებაზე, არამედ კოლექტივის. ვერც ერთი გენერალური მდივანი, სტალინიც კი, თავს უფლებას ვერ მისცემდა, პოლიტბიუროს წევრების გარეშე გადაეწყვიტა საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი თუ მცირე საკითხი. და ეს _ იმავადსახსენებელ”, არადემოკრატიულ საბჭოთა სისტემაში. აქ, ჩვენს რეალობაში კი, რა ხდება?!

“მოჭარბებულად დემოკრატიული” საქართველოს პრემიერმინისტრი ფაქტის წინაშე აყენებს საპარლამენტო უმრავლესობას, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთობ მგრძნობიარე საკითხზე _ სამთავრობო ქალაქის მშენებლობაზე.

მსგავსი თავხედობა არ მოხდება, არა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანაში, არადემოკრატიულშიც კი, ვინაიდან ის არა მხოლოდ სახელმწიფო ფულის უყაირათო ხარჯვას ეხება, არამედ მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ კარდინალურად შეიცვლება დედაქალაქის ლანდშაფტი, ცხოვრების რიტმი, იერი და ..

სანამ პრემიერი სიტყვაგადავწყვიტეთ”- იტყოდა, საჭირო იყო სპეციალისტებთან, განსაკუთრებით _ არქიტექორებთან, ურბანისტებთან, ქალაქის მესვეურებთან და სხვებთან საკითხის აწონდაწონა, გააზრება იმისა, რისთვის არის საჭიროსამთავრობო ქალაქისმშენებლობა; ვინ ააშენებს ამქალაქს” _ ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები; როგორი იქნება ამქალაქამდემისასვლელი გზების გამტარიანობა; აშენდება თუ არა დამატებითი გზები და სხვ. და როდესაც მათთან შეჯერდებოდა მთავრობა, მაშინ მიმართავდა თბილისელებს ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელების თაობაზე.

“სამთავრობო ქალაქის” აშენება ისეთი საკითხია, რომ თბილისელთა ჩართვას საჭიროებს და მათ ხმას, თუნდაც საქალაქო პლებისციტით. “ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის ხელსაყრელი ფართობი გამოთავისუფლდება”, _ გვეუბნება კვირიკაშვილი და იმედი აქვს, რომ გამოთავისუფლებულ შენობას რომელიმე უცხოელი შეისყიდის საოფისედ ან სასტუმროსთვის.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა, კარგა ხანია, გამოთავისუფლებულია და უპატრონობისგან ჩვენ თვალწინ ინგრევა. არაერთი ხმაურიანი განცხადება, რომ შენობა ცნობილმა ფირმამ შეიძინა და მალე სასტუმრო გაიხსნება, არ გამართლდა. ანალოგიური ბედი ეწია მტკვრის სანაპიროზე რესტორანარაგვს”, რომელიც სასწრაფოდ დაანგრიეს და დარჩა ასე შემოღობილდანგრეული ინვესტორის მოლოდინში. იქაც სასტუმროს გეგმავდნენ.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა, რომელიც, როგორც ამბობენ, ივანიშვილის საკუთრებაა, დგას უაზროდ, ნახევრადდანგრეული და უიმედოდ შეჰყურებს მომავალს. ანალოგიური ბედი ეწიაზაკვოსყოფილ შენობას თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიცთიბისი ბანკმაშეიძინა, “გამოქუთნადა მიატოვა, როგორც დანგრეული ალეპო.

რა გარანტიაა, რომ გამოთავისუფლებულ ფართობს ვინმე შეიძენს და იქ ოფისებს ან სასტუმროს გახსნის? _ არანაირი. მაგალითი _ კოსტავას ქუჩაზე მდებარე პრესის ყოფილი სახლი, რომელიც, მიუხედავად არაერთი განცხადებისა, ექსპლუატაციაში სრულად ჯერაც არ შესულა.

საქართველოს ხელისუფალთ სასტუმრომანია რომ სჭირთ, გასაკვირი არ არის. მათი ვიწრო აზროვნება სხვას ვერ სწვდება, ვერც იმაზე ფიქრობს, სჭირდება თუ არა ქალაქს ამდენი სასტუმრო.

ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას მხოლოდ სასტუმროს უკავშირებს და არა ქალაქის ან ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნორმალურ გზებს, ტროტუარებს, სისუფთავეს, წესრიგს, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობას, მომსახურებას სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, თავაზიანობას და სხვა მრავალ ტურიზმისთვის აუცილებელ ფაქტორს.

ტურიზმს ქიმიკატებით გაჯერებული თურქული მდარე ხარისხის კვების პროდუქტებით ვერ განვავითარებთ, ვერც მაკარონით შეზავებული ხაჭაპურით. ყველიანი ხაჭაპურის ყიდვა ისევე რთულია, როგორც ხორციანი ღვეზელის. საქართველოში დასავლეთიდან, ძირითადად, “ჰოსტელის მუშტარი” ტურისტი ჩამოდის, რომელიც იმ კუთხე-კუნჭულშიც დადის, ჩვენ თავს რომ ვარიდებთ, ანუ შარდით აყროლებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრებში, ჭუჭყიან ქუჩებში. ის სწორედ ე.წ. ხაჭაპურით (უყველო), ღვეზელით (უხორცო) იკვებება და დარწმუნებული ვარ, არასდროს შეაქებს ქართულ სამზარეულოს.

ასე რომ, სასტუმროებისთვის ფართობის გათავისუფლება წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. უკვე რამდენი წელიწადია, აღმაშენებლის გამზირზე უპატრონოდაა მიტოვებული ყოფილი სასტუმრორუსთავისშენობა. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში არაერთი მერი შეიცვალა. არც ერთს აზრადაც არ მოსვლია, ეკითხა, რატომ არის ეს შენობა მიტოვებულ-გაპარტახებული.

პრემიერის ინიციატივას უმალ აუბა მხარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ: “ჩვენ უნდა მივიღოთ ენერგოეფექტური შენობები. ჩვენ მრავალი ქარტიის მონაწილე ვართ, სადაც ხელი გვაქვს მოწერილი ამ მიმართულებით. ამას თავი რომ დავანებოთ, ჩვენი სამინისტროების უმეტესი ნაწილი ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომლებიც ძალიან საინტერესოა სასტუმროსა და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. …გადავიდეთ უფრო კომპაქტურად, ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს”.

ალავიძის ნათქვამმა უმალ გამიჩინა კითხვა: ვინ ააშენებს “სამთავრობო ქალაქს”, თანაც “ენერგოეფექტურს”? საქართველოს ძველ, გამოცდილ და ცნობილ არქიტექტორებსა და მშენებლებს ამის თავი აღარ აქვთ. ისინი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩარეცხა, ისე, როგორც ნებისმიერი დარგის სპეციალისტი. ახლებს არც გამოცდილება აქვთ და არც შესაბამისი განათლება, რაც აშკარაა თბილისში მიმდინარე საბინაო მშენებლობიდან გამომდინარე.

სახელისუფლო ქალაქსურბანისტარქიტექტორი სჭირდება, გამოცდილი და ამ საქმის მცოდნე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ უჰაერო აკვარიუმს მივიღებთ, როგორიც არის პარლამენტის შენობა ქუთაისში. საჭირო იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშენდება ისეთი ერთჯერადი საქათმე, როგორიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ვაკესაბურთალოს გამგეობაა.

ალავიძე მომჭირნეობაზეც ლაპარაკობს, თითქოს სამინისტროების ფარღალალა შენობებში განთავსება ხელს შეუწყობს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას. ამას ამბობს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ვერაფრით გადმოიყვანა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში.

პარლამენტის ქუთაისში ყოფნით სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონებს რომ ფლანგავს, არ აწუხებს ხელისუფლებას და ფეხს ითრევს დაპირების შესასრულებლად, რაც, ალბათ, კვირიკაშვილის ინიციატივითაცაა განპირობებული. გამორიცხული არ არის, პარლამენტის თბილისის შენობის გაყიდვაც და პარლამენტის ქუთაისში სამუდამოდ დატოვება.

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას 1992 წლის დასაწყისში (ომის შემდეგ) თვალი დაადგეს ქალაქის “პატრიოტმა” მესვეურებმა, რომლებმაც იმ საბაბით, რომ 1991-92 წლების მსგავს სამხედრო დაპირისპირებას მომავალში არ ჰქონოდა ადგილი, გადაწყვიტეს, პარლამენტის ახალი შენობა თბილისის ზღვაზე აეშენებინათ (ცენტრიდან შორს), ხოლო რუსთაველზე მდებარე სამინისტროები სხვაგან გადაეტანათ და რუსთაველის პროსპექტი სალაღობოდ გადაექციათ.

ეს იყო მოტივი, რომელიც 1992 წლის თებერვალში დროებითი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. სინამდვილეში “პატრიოტ ქართველებს” პარლამენტის შენობის ბიზნესისთვის გადაცემა სურდათ, იქ მაღაზიების გახსნა. და რომ არა ცხონებული გოგი ანდრონიკაშვილის, თქვენი მონამორჩილისა და არქიტექტორ ვახტანგ ცუხიშვილის ძალისხმევა, შენობა, დიდი ხანია, ბიზნესის ხელში იქნებოდა. ახლა იმ ძველი ქართველი “პატრიოტების” ნაშიერები აპირებენ მამების იდეის განხორციელებას.

გარდა ჩამოთვლილი ნეგატიური მომენტებისა, უნდა აღვნიშნოთ მთავარი _ კვირიკაშვილის ინიციატივა გახმაურდა შიმშილის ზღვარზე მყოფ, ეკონომიკურად გაღატაკებულ საქართველოში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს ხალხის შიმშილისგან გადარჩენას, “სამთავრობო ქალაქისაშენებას გეგმავს, რითაც მილიონობით ლარისა თუ დოლარის გაფლანგვას აპირებს.

ქალაქის მერმა ნარმანიამ ამას წინათ განაცხადა, სააკაშვილის მიერ აშენებული საშინელი “ტრუბების” დემონტაჟისა და ძველი ქალაქიდან გადატანისთვის ფული არ გვაქვსო. მაშ, რა მშენებლობაზე გველაპარაკება კვირიკაშვილი?! უფულოდ აშენდება “სამთავრობო ქალაქი”?

დასასრულ, კვირიკაშვილის ინიციატივა ისე სერიოზულია, უდავოდ შეთანხმებულია ივანიშვილთან. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ივანიშვილისაა და არა კვირიკაშვილის, ვინაიდან მას მოსდის ესოდენ გაფრენილიაღმშენებლობითიიდეები მასთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიების დასასაქმებლად, ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

მოდი, გაუთავებლად ვიძახოთ, სააკაშვილისგან გაგვათავისუფლაო, თვალი დავხუჭოთ “საგმირო” საქმეებზე, რომელთა მოწმენიც ვართ; ვაქოთ ისე, როგორც ამას აკეთებს ქალბატონი ლია სტურუა “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ სტატიაში (ასე იცის ბიძინას “სტიპენდიამ”) და ერთი წუთითაც არ ვიფიქროთ, _ საით მივდივართ ან რა ჰქვია იმ მმართველობას, რომელიც საქართველოშია.

მმართველობას, რომელიც საქართველოშია, ერთი ბატონის მიერ ქვეყნის მართვა ჰქვია. მას არც კონსტიტუცია სჭირდება და არც სახელმწიფო სტრუქტურები. ამიტომაცაა დაკნინებული პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის ფუნქციები. და საზოგადოება, მეტადრე ინტელიგენცია, ნაცვლად იმისა, რომ გამოსაფხიზლებელი შეძახილით მიმართოს, “მინის სასახლეში” მყოფსა და მის მოჯამაგირე ხელისუფლებას, დითირამბებით ამკობს მას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: aburjga Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here