Home ახალი ამბები მსოფლიო კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება უკრაინის საკითხის გამო

კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება უკრაინის საკითხის გამო

1088
ქრიზოსტომ II

კვიპროსის ეკლესია შეშფოთებულია უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენებით და მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება მსოფლიოს მართლმადიდებლურ წიაღში. ეს განუცხადეს კვიპროსის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩს, ბორის გუმენიუკს, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლ, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომ II-სთან შეხვედრისას 2018 წლის 26 სექტემბერს.

“კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა  შეშფოთება გამოხატა უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე ბოლო მოვლენების გამო და მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმადიდებლობის ერთიანობას”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქიეპისკოპოსმა, აგრეთვე, დაადასტურა, რომ კვიპროსის ეკლესია შეიძლება გახდეს “ხიდი შექმნილი არანორმალური მდგომარეობის დასარეგულირებლად”. ამასთანავე, კვიპროსის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორის გუმენიუკთან საუბრისას “კვიპროსის არქიეპისკოპოსმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზი გაუსვა უკრაინის, როგორც დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, უფლებას, ჰქონდეს დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here