მთავარი მსოფლიო კვიპროსის არქიეპისკოპოსმა უარი თქვა უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურის მიღებაზე

კვიპროსის არქიეპისკოპოსმა უარი თქვა უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურის მიღებაზე

2434
გააზიარეთ
კვიპროსის არქიეპისკოპოსმა უარი თქვა უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურის მიღებაზე

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომ II-არ მოისურვა, საეკლესიო მსახურებაში მოეხსენიებინა უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე და მიეწვია ის სტუმრად.

ბერძნული სააგენტო “რომფეასთვის” მიცემულ ინტერვიუში არქიეპისკოპოსმა ქრიზოსთომმა განაცხადა, რომ მას შესთავაზეს კვიპროსზე მიეღო ახლახან ჩამოყალიბებული უკრაინის ეკლესიის ლიდერი ეპიფანე (დუმენკო), მაგრამ ეს შეთავაზება უარყო და დასძინა, რომ ეპიფანეს არასოდეს მოიხსენიებდა ლიტურგიის დროს და არც მომავალში მოიხსენიებს.

კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა ინტერვიუს მიმდინარეობისას უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინის ელჩთან შეხვედრისას თითქოს მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტომოსის მინიჭებას.

ქრიზოსთომ II-მ აღიარა, რომ “ყველა სახელმწიფოს აქვს ავტოკეფალიის უფლება და ეს დამოკიდებულია უკრაინელ ხალხზე”. “მაგრამ ამ მომენტში, ყველაფრის მიუხედავად, ვხედავ, უკრაინელი ხალხი არ მიისწრაფვის ასეთი მოქმედებისკენ”, _ განაცხადა არქიეპისკოპოსმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად “უმთავრესი მნიშვნელობა აქვს არა ავტოკეფალიის მინიჭებას, არამედ იმას, რომ არ მოხდეს მართლმადიდებლობის გახლეჩა”.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here