Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – ყველამ იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და...

კელი დეგნანი – ყველამ იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს

240

ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, – ამის შესახებ აშშის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ლევან ვასაძის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშსა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ამის უკან, ვინ იხდის ამისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის” ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის „პრაიდის“ დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი – არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”.

https://www.interpressnews.ge/

1 COMMENT

  1. ამ არსებას ქვია აშშ ელჩი, თუმცა უფრო უპრიანია მისთვის სახელი ,,სატანის მოციქული”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here