მთავარი მსოფლიო კაჩინსკი: პოლონეთი მაშინ უფრო თავისუფალი იყო, როცა საბჭოთა კავშირს ემორჩილებოდა, ვიდრე დღეს,...

კაჩინსკი: პოლონეთი მაშინ უფრო თავისუფალი იყო, როცა საბჭოთა კავშირს ემორჩილებოდა, ვიდრე დღეს, როცა ევროკავშირშია

585
გააზიარეთ
კაჩინსკი: პოლონეთი მაშინ უფრო თავისუფალი იყო, როცა საბჭოთა კავშირს ემორჩილებოდა, ვიდრე დღეს, როცა ევროკავშირშია

ევროკავშირის გაკრიტიკებისას პოლონეთის მმართველი კონსერვატიული პარტიასამართალი და სამართლიანობისთავმჯდომარემ, ვიცეპრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გაიხსენა, რომ, “როცა ვარშავა მოსკოვს ემორჩილებოდა, პოლონელებს მეტი უფლებები ჰქონდათ”.

პოლონეთის ვიცეპრემიერმა და მმართველი პარტია “სამართალი და სამართლიანობის” ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ Gazeta Polska-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარშავა ვეტოს გამოიყენებს ევროკავშირის 2021-2024 წლების ბიუჯეტისა და რეკონსტრუქციის ფონდის წინააღმდეგ, თუკი გაგრძელდება მუქარა და შანტაჟი ბრიუსელის მხრიდან, რომელიც თავს ესხმისჩვენს იდენტობას, თავისუფლებას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ არ დაუშვებთ, დაგვატერორონ ფულით!” _ კაჩინსკის ეს განცხადება გაისმა იმ ფონზე, როცა პოლონეთს ევროკავშირის ბიუჯეტიდან და რეკონსტრუქციის ფონდიდან, საერთო ჯამში, 125 მლრდ ევრო უნდა გადაურიცხონ.

კაჩინსკი: პოლონეთი მაშინ უფრო თავისუფალი იყო, როცა საბჭოთა კავშირს ემორჩილებოდა, ვიდრე დღეს, როცა ევროკავშირშია

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კაჩინსკიმ მიმართა მმართველი პარტიის ყველაზე რადიკალურად განწყობილ ფრთას, სხვები კი ხედავენ კავშირს ბლეფსა და რეალურ მუქარას შორის.

ინტერვიუში პოლონეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა გააკეთა შედარება, რომელმაც ძალიან გააღიზიანა ევროკავშირი. კაჩინსკის განცხადებით, სურთ, პოლონელებს წაართვანკულტურული სუვერენიტეტიცკი. მან გაიხსენა, რომპოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში, როდესაც ვარშავა ემორჩილებოდა მოსკოვს, პოლონელებს უფრო მეტის უფლება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკის ხელმძღვანელობა არ აღიარებდა ფერმერებსა და კათოლიკურ ეკლესიას, ისინი პოლონეთში არსებობდნენ. დღეს კი ევროკავშირის ინსტიტუტები, მისი მაღალჩინოსნები, ვიღაც პოლიტიკოსები, რომლებიც პოლონელებს არ აურჩევიათ, ჩვენი კულტურის ვერიფიკაციას მოითხოვენ და უარყოფენ ყველაფერს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია”.

Iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here