მთავარი საზოგადოება კავაი ლეონარდმა მეფე ლებრონიც კი დაჩრდილა

კავაი ლეონარდმა მეფე ლებრონიც კი დაჩრდილა

171
გააზიარეთ
კავაი ლეონარდი (უკანა პლანზე) და ლებრონ ჯეიმსი

გოლდენ სტეიტი” _ ეს რა თაღლითობაა! ბარემ დახურეთ ეს ენბიეი (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებული არიან აშშისა და კანადის კლუბები)! 5 ოლსტარი (ოლსტარი _ ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელებიდან ერთერთი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციების საუკეთესო კალათბურთელებისგან შექმნილი 2 გუნდი ერთმანეთს ხვდება ვარსკვლავების ან ოლსტარზის მატჩში) ერთ გუნდში _ თქვენ ხომ არ გაგიჟდით? “გოლდენ სტეიტ უორიორზისეზონის დაწყებამდე ჩემპიონია” _ ასეთი იყო წამყვანი სპორტული გაზეთებისა და კალათბურთის გულშემატკივრების უმრავლესობის შეფასებები 10 თვის წინათ, როდესაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბოლო 5 სუპერფინალის მონაწილემ და 5-გზის ჩემპიონმა (1956, 1975, 2015, 2017, 2018) “გოლდენ სტეიტ უორიორზმაარ იკმარა ბოლო წლების საუკეთესო კალათბურთელები (ოლსტარსი) _ კევინ დიურანტი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და კიდევ ერთიოლსტარი”, პრობლემური, ტრავმირებული, მაგრამ მაინცოლსტარიდაიმატა _ დემარკუს ოლდრიჯი”.

“გოლდენ სტეიტმა” შექმნა გუნდი, რომლის შეჩერებასაც ვერავინ შეძლებდა _ ვერც ლებრონ ჯეიმსი, ვერც ჯეიმს ჰარდენი და კრის პოლი, ვერც _ კავაი ლეონარდი, რომელიც ამ სეზონში გადავიდა კანადურ “ტორონტო რეპტორსში”. ასე ეგონა ყველას შარშან, სეზონის დასაწყისში.

“გოლდენ სტეიტი” გადატეხილია, დანგრეულია. მისი ვარსკვლავები ტკივილისგან ღმუიან”. “გოლდენ სტეიტმა” მეექვსე მატჩი და, შესაბამისად, ფინალი წააგო (2:4) მუდმივ ლუზერ “ტორონტოსთან” _ აი ასეთი იყო მედიასაშუალებების შეფასებები, ორიოდე კვირის წინათ დასრულებულ ენ-ბი-ეის 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ.

ეს ჯადოქრობა _ ისტორიაში საუკეთესო გუნდად მიჩნეული “გოლდენ სტეიტ უორიორსის” დამარცხება საფინალო სერიაში _ ჩაიდინა კავაი ენტონი ლეონარდმა, რომელსაც 29 ივნისს 28 წელი შეუსრულდება.

კავაი ლეონარდი

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ფინალური სერია ტრავმის გამო გამოტოვა “გოლდენ სტეიტის” ლიდერმა, შარშანდელი და შარშანწინდელი გათამაშებების MVP-მ (ყველაზე ფასეული მოთამაშე) კევინ დიურანტმა (ითამაშა მხოლოდ 10 წთ), აგრეთვე, კიდევ ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა. მაგრამ ეს არ აკნინებს კავაი ლეონარდის ბრწყინვალე თამაშს, ის პლეი-ოფების საფინალო სერიაში საშუალოდ 31,3 ქულას აგროვებდა, თამაშიდან ჩააგდო ნასროლი ბურთების 57%, სამქულიანების _ 46,5%; საჯარიმო სროლებიდან კი _ 89,1%.

ჟურნალისტების აზრით, ყველაზე საოცარი იყო ის, რომ “ტორონტოს” გამარჯვების შემდეგ კავაიმ იცეკვა და კიდევ _ კავაი იღიმოდა…

კავაი ლეონარდი NBA- იდუმალებით მოსილი მოთამაშეა _ ის უმალავს თავის პირად ცხოვრებას ჟურნალისტებს. შარშან, ზაფხულში, როდესაც მორიდებულმა ვარსკვლავმასან ანტონიო” (ამ გუნდთან ერთად 2013-2014 წლების სეზონში პირველად მოიპოვა NBA- ჩემპიონობა) დატოვა დატორონტო რეპტორსშიგადავიდა (სხვათა შორის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავაიტორონტოდანაცწავა), ბევრი ფიქრობდა, რომ კანადური კლუბი სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევდა. კავაი პრესასთან ურთიერთობას გაურბოდა, თუმცა განაგრძნობდა თავისი საქმის კეთებას.

კავაი ლეონარდი

კავაი 5-შვილიანი ოჯახის უმცროსი წევრია. ჰყავს 4 და. კავაის მამას, მარკს, ჰქონდა თავისი ავტოსამრეცხაო, სადაც 2008 წელს მოკლეს. მკვლელი აქამდე ნაპოვნი არ არის.

კავაი ლეონარდი ნამდვილ სუპერვარსკვლავად მაშინ იქცა, როდესაც შეაჩერა თვით კალათბურთის მეფედ წოდებული ლებრონ ჯეიმსი, რომელიც იმხანად “მაიამი ჰიტის” ღირსებას იცავდა. მან ერთ წელიწადში მოიპოვა საუკეთესო დამცველისა და ყველაზე ფასეული მოთამაშის ტიტულები და დადგა ჰაკიმ ოლაიჯიუვონისა და მაიკლ ჯორდანის გვერდით, ახლა მას ხშირად ადარებენ ლებრონ ჯეიმსს. მსგავსება მართლაც არის: ორივე უნივერსალია, ათლეტური, ორივე კარგია, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში, და ნებისმიერ გუნდს, რომელშიც ითამაშებენ, ძალიან ძლიერ ძალად აქცევენ. ლებრონ ჯეიმსი “კლივლენდს” დაჰპირდა ჩემპიონობას და სიტყვა შეასრულა, კავაი არავის არაფერს დაჰპირებია, მაგრამ კანადას პირველად ისტორიაში ჩემპიონობა მოუპოვა. “გოლდენ სტეიტის” დამარცხების შემდეგ კავაი ლეონარდი ჩვეულებრივ მივიდა პრესკონფერენციაზე. მის სახეზე სიხარულის არანაირი კვალი არ ჩანდა. ჩემპიონის მაისურა და შამპანურის შხეფებისგან დასაცავად სამთო-სათხილამურო სპორტის განკუთვნილი სათვალე რომ არა, ვერავინ მიხვდებოდა, რომ ამ კაცმა უნიკალური რამ გააკეთა.

კავაი ლეონარდი

“რეპტორსის” ჩემპიონობა ნამდვილად არ გააგიჟებს ლეონარდს. როგორც ჩანს, მას აქვს გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებს. სხვათა შორის პრესკონფერენციაზე კავაიმ თითქმის დაადასტურა, რომ დატოვებს “ტორონტო რეპტორს”. აი რა უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის გუნდის განვითარებას და მასში მონაწილეობას:

“ისინი შეძლებენ, განვითარდნენ, ათვლის წერტილი კი ეს გამარჯვება იქნება”. როგორც ჩანს, კანადაში ლეონარდის გამოსვლა დასრულდა. რობოტმა თავისი საქმე გააკეთა, რობოტს შეუძლია, სხვა გუნდში გადავიდეს და მოაპოვებინოს ჩემპიონობა.

კავაიმ ფინალურ სერიებში 561 ქულა დააგროვა. ეს მეექვსე შედეგია ლებრონ ჯეიმსის (612 ქულა), ჰაკიმ ოლაიჯიუვონის (594), ორჯერ მაიკლ ჯორდანის (591 და 587) და კევინ დიურანტის (563) შემდეგ. კავაი ლეონარდი ოცნებობდა, ყოფილიყო NBA-ს მთავარი გმირი და ის არის NBA-ს მთავარი გმირი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here