მთავარი Facebook ფრაზები კადიროვი: Facebook-ის გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, მე არაფერ შუაში ვარ

კადიროვი: Facebook-ის გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, მე არაფერ შუაში ვარ

906
გააზიარეთ

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ Facebook-ის გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით იხუმრა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“ამბობენ, რომ ვიღაცები Facebook-ს საერთოდ ვერ ხსნიან. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე არაფერ შუაში ვარ“, – განაცხადა კადიროვმა.

სოციალური ქსელი Facebook-ი რამდენიმე ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს. პრობლემების შესახებ ინფორმაციას აგზავნიან მომხმარებლები რუსეთიდან, აშშ-დან, ბელარუსიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ავსტრალიიდან.

ასევე მიუწვდომელია Instagram-ი, რომელიც Facebook-ს ეკუთვნის.

სოცქსელის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here