Home სხვადასხვა დაიჯესტი იქამც არის მათი ადგილი…

იქამც არის მათი ადგილი…

1503
მოდა

2018 წლის 10 მაისს ნიუიორკის ხელოვნებათა მუზეუმ მეტროპოლიტენში გაიხსნა გამოფენაციური სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა”.

200 ექსპონატს შორის წარმოდგენილია რომის პაპების 50-მდე სამოსი, ტიარები, მიტრები და სხვა აქსესუარები, რომლებიც ვატიკანმა, Chanl-is Balenciag -ასა და Dolce-Gabbana -ს დიზაინერების მოდელებთან ერთად გადასცა გამოფენის ორგანიზატორებს. ამ ნივთების დიდი ნაწილი არასოდეს გამოუფენიათ.

“ჩვენ გვსურს, ეს იყოს, როგორც მომლოცველობა, _ განაცხადა გამოფენის კურატორმა ენდრიუ ბოლტონმა. გამოფენის დამთვალიერებლების მარშრუტი დაიწყება პაპის ძვირფასეულობათა დათვალიერებით. ვატიკანმა საგანგებოდ გაითვალისწინა ამ ექსპონატების საერთო გამოფენისგან განცალკევებულად გამოტანა.

ბოლტონის აზრით, გამოფენის ყველაზე ფასეული ექსპონატი პაპის ტიარაა, რომელიც ესპანეთის დედოფალმა იზაბელ II-მ რომის პაპს _ პიუს IX-ს უძღვნა XIX საუკუნეში. “იგი დამშვენებულია 19 ათასი ძვირფასი თვლით, რომელთაგან 18 ათასი ბრილიანტია”.

დამთვალიერებლების მარშრუტი გრძელდება გალერეებში, სადაც მეტროპოლიტენის მუზეუმის კოლექციის რელიგიურ თემებზე შესრულებული ტანსაცმელი თანამედროვე ტანსაცმელთან ერთად არის ექსპონირებული.

აქვე წარმოდგენილია ღვთისმშობლის ქანდაკების სამოსი, რომელიც ივ სენ-ლორანის მიერ არის შესრულებული; პაპის _ იოანე პავლე II-ის ტანსაცმელი, რომელიც ჟან-შარლ დე კასტელბაჟაკის ესკიზებით შეიკერა 1997 წელს გამართული მსოფლიოს კათოლიკე ახალგაზრდობის დღისათვის.

გამოფენის სახელწოდება განსაზღვრა წიგნმა “კათოლიკური წარმოსახვა, რომელიც 2000 წელს გამოსცა კათოლიკე მღვდელმა, რომანისტმა და სოციოლოგმა ენდრიუ გრილმა.

“ვფიქრობ, რომ კათოლიციზმი და შემოქმედება ერთმანეთთან არის დაკავშირებული”, _ აღნიშნა ენდრიუ ბოლტონმა, _ გამოფენამ დაადასტურა დიზაინერებზე ბერობის გავლენა.

გამოფენის მოწყობის შესახებ მოლაპარაკება ვატიკანთან 2015 წელს დაიწყო. ენდრიუ ბოლტონი და მისი კოლეგები ვატიკანს რვაჯერ ესტუმრნენ. გამოფენის მოწყობის ნებართვა გასცა კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ. მან აღნიშნა, რომ ეს შოუ წარმოადგენს, თუ რამდენად წინ წავიდა ეკლესია პაპ ფრანცისკის მმართველობის ჟამს.

ასეთი დრო დაუდგათ: “საგამოფენო შოუმ(!) უნდა წარმოაჩინოს კათოლიციზმის წარმატება, ესე იგი, არა განმტკიცება რწმენაში, არამედ ეფექტური წარმოდგენის გამართვა ყოფილა ამათთვის ეკლესიის განმტკიცების გზა და საშუალება.

იქამც იყოს!

მოდა

მოდა

მოდა

მოდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here