მთავარი ახალი ამბები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ხოლო 6-ს უარი ეთქვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ხოლო 6-ს უარი ეთქვა

1193
გააზიარეთ
სასამართლო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ განმწესების მსურველი 50 კანდიდატიდან 44 მოსამართლე დაამტკიცა.

6 კანდიდატს კი საბჭომ მოსამართლედ უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა.

უარი ეთქვათ: ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით კეკენაძეს.

საბჭოზე კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა. მასში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრი მონაწილეობდა.

უვადოდ განმწესებული მოსამართლეები საქართველოს მთელი მასშტაბით განაწილდებიან.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here