მთავარი საზოგადოება “იუნისეფი” შეშფოთებულია: თურმე საქართველო და ქართველი ხალხი თავისი კულტურით ძალადობრივ გარემოს ქმნის...

“იუნისეფი” შეშფოთებულია: თურმე საქართველო და ქართველი ხალხი თავისი კულტურით ძალადობრივ გარემოს ქმნის ბავშვებისთვის

რა რეკომენდაციებს აძლევს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ხელისუფლებას

1360
გააზიარეთ
აქცია

რამდენიმე დღის წინათ საქართველოში მოქმედმა ერთერთმა გავლენიანმა და მძიმეწონიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-მა, რომელიც მსოფლიოში, სადაც კი ხელი მიუწვდება და ცხვირის შეყოფის საშუალებას აძლევენ, ცნობილია, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის სახელით მომუშავე ბავშვთა უფლებების დამრღვევი და დამთრგუნველი ორგანიზაცია, დასავლეთის ყურმოჭრილმეოცნებეხელისუფლებას მოზარდების უფლებრივ (და არა მხოლოდ უფლებრივ) მდგომარეობაზე ვრცელი კვლევა დაუდო.

საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ის “ანგარიშში”, რომელზეც აღნიშნული ორგანიზაციის ადგილობრივი ქორები, როგორც ჩანს, დიდხანს მუშაობდნენ, ჩვეული ლიბერალური წიოკითა და დუჟისნთხევით შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ თურმე საქართველო და ქართველი ხალხი თავისი კულტურით ძალადობრივ გარემოს ქმნის ბავშვებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, “კვლევა” მიმართულია იმის დემონსტრირებისკენ, რომ ტრადიციული ქართული ოჯახი (განსაკუთრებით, სადაც უფროსი მამაკაცია) ბავშვებს თავიდანვე ძალადობრივად ზრდის; რომ ამას უამრავ ფაქტორთან ერთად რელიგიაც განაპირობებს და, ჯამში, ეს ყველაფერი მოზარდს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას ართმევს. აი, რას ვკითხულობთ ამ “კვლევაში”, რომლის დამკვეთ-შემსრულებელი, რა თქმა უნდა, დასავლეთის გლობალისტური ისტებლიშმენტი და მისი შავრაზმელი “ლიბერალ-ჩეკისტები” არიან: აღმოჩნდა, რომ მშობლები უფრო მკაცრად სჯიან ბიჭებს, მაგრამ ისინი ასევე იჩენენ სიმკაცრეს გოგონების მიმართ _ მათ უფრო ნაკლებ ავტონომიასა და თავისუფლებას ანიჭებენ. ეს განსაკუთრებით იჩენს თავს მოზარდების რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობების სფეროში. მოზარდ ბიჭებს მშობლები ხშირად ახალისებენ, რომ თავიანთიმამაკაცობაგამოავლინონ და მაშინაც ნაკლებად ისჯებიან, თუ გოგონას დააორსულებენ. გოგონები კი ხშირად ისჯებიან სექსუალური ურთიერთობის ან დაფეხმძიმების შემთხვევაში…”

ყველასათვის გასაგებ ენაზე ეს ნიშნავს, რომ .. სექსუალური თავისუფლება, რომლისთვისაც სოროსის გრანტნაწოვი გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ფემინისტები, უკვე დიდი ხანია, ქუჩაშიფუჩუსყვირილით ლოყებს იკაწრავენ, მაგრამ მათ დაკმაყოფილებას არ დაადგა საშველი, უწინარესად გოგონებს უნდა მიეცეთ. მეტიც, ეს კვლევა ერთგვარი ლიბერალური ისტერიკითა და თითის ქნევით გვეუბნება, რომ თითოეულმა გოგონამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვისთან, როდის და რამდენჯერ ექნება ურთიერთობა, ხოლო მშობელი, თუ მას იუვენალურ კანონმდებლობასთან კონფლიქტი არ სურს და არ უნდა, საბრალდებო სკამზე მოძალადის სტატუსით აღმოჩნდეს, ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდოს. ეს არ არის ერთადერთი “ლიბერასტული” “ჭეშმარიტება”, რომელიც კვლევაში ერთგვარ თეზისადაა წარმოდგენილი: იმისათვის, რათა თავი დამოუკიდებლად იგრძნონ, მოზარდებს უნდა მიეცეთ თავისუფლება და ავტონომია, მათ უნდა გამოიმუშაონ გადაწყვეტილების მიღების უნარი მაშინაც კი, თუ ეს ხშირად შეცდომების დაშვებასაც გულისხმობს…” იქვე ვკითხულობთ: “მოზარდობის პერიოდი, შესაძლოა, მოიცავდეს ცხოვრების სტილის შეცვლას, მათ შორის, უფრო ხშირად გასვლას გარეთ, ურთიერთობების ძიებას ოჯახის გარეთახალი სარისკო გატაცებების ათვისებას, გარეგნული სტილის შეცვლას, სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლის მიღებას, გვიანობამდე გარეთ დარჩენას და ..”

აქცია

მოკლედ, აღნიშნული კვლევისლიბერასტულილოგიკით, ბავშვი შეიძლება ალკოჰოლს, ნიკოტინს, ნარკოტიკსა და სხვა მსგავს უბედურებას მიეძალოს, გარეთ აღამებდეს და ათენებდეს, სექსუალურ პარტნიორებს ხელთათმანებივით იცვლიდეს, ტანზე სვირინგებს იკეთებდეს და დღითიდღე ხელიდან მიდიოდეს, მაგრამ მშობელი ამას იმ შეგნებით უნდა მოეკიდოს, რომ ეს ყველაფერი შვილის, როგორც ინდივიდის, უფლებაა და თავისუფლება, და ამიტომ მშვიდად უნდა შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მცდელობა, რომ გზასაცდენილი შვილი ადამიანური ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნონ, შეფასებული იქნება, როგორცაღზრდის ავტორიტარული სტილი” (კვლევაში ზუსტად ეს სიტყვები წერია) დათავისუფლებისმაძიებელ მოზარდზემოძალადემამა თუ დედა ან ორივე ერთად, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

დასჯის ხსენებაზე აქ ახლა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რომ სამართლებრივ პასუხისგებაში მშობლის მიცემა რამე განსაკუთრებულ შემთხვევაში, ვთქვათ, შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ან ცემის ფაქტზე მოხდება. ცხადია, ეს ასე არ არის. დასჯის საფუძველი სულ უმნიშვნელო ქმედებაც კი შეიძლება გახდეს, მაგალითად, მამის ან დედის მხრიდან შენიშვნის მიცემა არასრულწლოვანი შვილისთვის, რომელიც სახლში გვიან ღამით მთვრალი დაბრუნდება. მშობელი ასევე გაგებით უნდა მოეკიდოს მის რომანებს, სექსუალურ ურთიერთობებს, ორგიებს, გოგონას შემთხვევაში _ დაფეხმძიმებას მეტიც, მან თვითონვე უნდა მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხო სექსზე და ა.შ. თუმცა კვლევაში ერთვარი წუხილი და შესფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ გამოკითხული მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი თვლის ამას საჭიროდ: მოზარდების აღზრდა იშვიათად თუ მოიაზრებს მათთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების მიწოდებას. ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს შვილს საშუალება, რომ ის დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე…”

კვლევაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მშობლები (ამ შემთხვევაში მამები) არატოლერანტულად არიან განწყობილნი გოგონების სექსუალური თავისუფლების მიმართ: აღსანიშნავია, რომ მამები არ ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ, ქორწინებამდე დაამყარონ სქესობრივი ან ინტიმური ურთიერთობები…” დასკვნის თანახმად, მიზეზი ამ ყველაფრის თურმე არის ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ძველი, პატრიარქალური “მავნე” ტრადიციებიდან, რომლებიც უპირატესობას მამაკაცს ანიჭებს, ქალს კი შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის, სექსუალური თავისუფლების თვალსაზრისითაც.

მოკლედ, კვლევამ ვრცელი სამოქმედო გეგმა დაუსახა საქართველოში მოქმედ აგრესიულულტრალიბერალებს”, რომელთა არსებობის მთავარი არსიც სხვა არაფერია, თუ არა გამუდმებით ქილიკი და ღლიცინიქართველობის დაკარგვაზე”; ხელისუფლების სათავეში მოკალათებულ რენეგატებს კი მწარედ უსაყვედურა, რომ, დასავლეთისკენ განუხრელი მრავალწლიანი სწრაფვის მიუხედავად, ქართული ეროვნული თვითმყოფადობის ჩანაცვლებალიბერალურიფასეულობებით ვერა და ვერ ხერხდება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევა ექვს რეკომენდაციას იძლევა და თითოეულში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება, როგორც მშობლების, ისე შვილების ცნობიერების “ასამაღლებლად”. იქვე საუბარია პრევენციის მიზნით დასჯის უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზეც, რათა მოქალაქემ იცოდეს, რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს მის მიერ ამა თუ იმ “ნორმის” უგულებელყოფა: აღზრდის მეთოდი, რომელიც კარგად მუშაობდა წინა თაობაში, შეიძლება, აღარ იყოს ეფექტიანი და ლეგალური. მშობლებსა და მომვლელებს ესაჭიროებათ ახალი ცოდნა და უნარჩვევები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, არა მარტო დაიცვან და გააძლიერონ თაობათაშორისი ურთიერთობა, არამედ მოამზადონ ახალგაზრდა მოზარდობისთვის სწრაფად ცვალებად გარემოში”.

საინტერესოა ისიც, რომ კვლევაში ერთ-ერთი რეკომენდაცია სახელმწიფოს მხრიდან მესამე სექტორისთვის უფრო მეტი მექანიზმების მიცემას ეხება. ქვეყანაში მოქმედ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ოჯახის კონტროლის სამართლებრივი მანდატი, რათა მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტის შემთხვევაშიურჩიმამის ან დედის მიმართშესაბამისისამართლებრივი რეაგირება უფრო ეფექტიანად შეძლონ.

მეგობრებო, ცხადია, ამგვარ სახელმწიფოში, ადრე თუ გვიან, მართლა დადგება ის დრო, როცა 13-14 წლის გოგო-ბიჭები მამის თვალწინ სიგარეტს გააბოლებენ და ალკოჰოლით გალეშილები სახლში სექსუალურ პარტნიორებს მიიყვანენ, მაგრამ გულგახეთქილ მშობელს პირში წყლის ჩაგუბება მოუწევს, რადგან ფუჩუ-ფემინისტი “ლიბერალები” მაშინვე კნავილს დაიწყებენ, _ ქალთა უფლებები ირღვევაო. მერე ამას მოჰყვება კიდევ უფრო მკაცრი და ტოტალური იუვენალური კონტროლი, რათა შვილის აღზრდის ბუნებრივი პრივილეგია მშობელს საბოლოოდ ჩამოართვან და მის ნაცვლად უცხოეთიდან დაფინანსებულ მეხუთე კოლონას გადააბარონ (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უამრავი მშობელი, რომლებმაც შეიძლება ვერ მოითმინონ და აუმხედრდნენ ამ გარყვნილების ტერორს, მრავალი წლით ციხეში აღმოჩნდებიან; არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უამრავ ოჯახში შეაღებენ კარს ბავშვის წასართმევად მისული “ფემინო-ტერორისტები”, რომლებსაც სახელმწიფოსგან სოცმუშაკის სტატუსი ექნებათ მინიჭებული). ახლა ბევრი, ალბათ, იტყვის, ეს საქართველოა და რა კატეგორიული მოთხოვნებიც უნდა იყოს დასავლეთიდან, ხელისუფლება მის შესრულებას ვერ გაბედავსო. ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ ფაქტია _ ხელისუფლებამ ეს უკვე გაბედა, კვლევის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ერთი კვირის თავზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშირისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხვათა შორის, ამ სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში _ ღასან ხალილი უძღვებოდა. მოკლედ, რაზე იმსჯელეს და იბაასეს ამ შეკრებაზე მონაწილეებმა, თავისთავად ცხადია. რა თქმა უნდა, რეფორმებზე ახალგაზრდების “ცნობიერების ასამაღლებლად”, “შემწყნარებლობის” დასამკვიდრებლად, “თავისუფლების”, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, “განსხვავებულისადმი” პატივისცემისა და მიმღებლობის დასანერგავად, თუმცა ეს მაინც მედიისთვის ღია შეხვედრა იყო და მასში რეფორმების ყველა დეტალზე საუბარი არ ყოფილა. არადა, ძნელი მისახვედრი არ არის, რა ვერაგულ გეგმასა და მზაკვრობას შეიძლება უნასკვავდეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს, რომელიც ქართული ეროვნული ცნობიერების ძალადობად გამომცხადებ UNICES-ს ფეხქვეშ ეგება და მის ხელმძღვანელ ვინმე ღასან ხალილს ფინია ძაღლივით თვალებში შესციცინებს. ისე, რაოდენ პასიურიც უნდა იყოს მოცემულ მომენტში სრულ პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ ნიჰილიზმში ჩავარდნილი ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლებას ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეს: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სასიკვდილოდ განწირულიოცნებანაცხროვასთან სამარცხვინო მარცხისგან სწორედ ქართველმა ხალხმა იხსნა, მაგრამ, როგორც კი ქართველი ხალხი საბოლოოდ დარწმუნდება (და, ალბათ, უკვე დარწმუნდა კიდეც), რომ ესოცნებამტრის დაკრულზე მობუქნავე ოცდაათ გრანტზე გაყიდული იუდების თავშესაყარია, შემდეგ არჩევნებზე ერთსაც და მეორესაც _ “ქოცებსაცდანაცებსაცსანაგვეში მოისვრის

ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here