Home ახალი ამბები მსოფლიო იტალია ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება

იტალია ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება

1566
იტალია ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვებს ევროკავშირს, თუკი ძალაში შევა ინიციატივა .. მწვანე დერეფნების შესახებ, _ იუწყებასიენენი”.

ტურიზმის ე.წ. მწვანე დერეფანი გულისხმობს იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელშიც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელია, შესაძლებლობა ექნება, აღადგინოს ტურიზმი, სანამ მთლიანად გაიხსნება საზღვრები.

“ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში პრივილეგიური არხების შექმნას ტურისტებისთვის”, _ განაცხადა კონტემ და დასძინა: “წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს”. იტალიის პრემიერის თქმით, მან უკვე განუცხადა ევროკავშირის პრეზიდენტს, რომ ე.წ. მწვანე დერეფნები ევროკავშირის საერთო ბაზრის განადგურებას ნიშნავს.

ექსპერტთა შეფასებით, კორონავირუსის გამო ტურისტული სეზონის ჩავარდით გამოწვეული ზარალი იტალიაში წლის ბოლოს 120 მლრდ ევროს მიაღწევს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here