მთავარი მსოფლიო ირანის პრეზიდენტი: აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ინანებს

ირანის პრეზიდენტი: აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ინანებს

444
გააზიარეთ
ჰასან რუჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ აშშ გააფრთხილა იმ შედეგებზე, რომლებიც ირანისთვის სანქციების აღდგენას შეიძლება მოჰყვეს. “აშშ ინანებს ირანიის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას. მე ხალხს მოვუწოდებ ერთიანობისკენ ეკონომიკური სირთულეების წინაშე”, _ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ჰასან რუჰანის თქმით, “მიუხედავად სანქციებისა, ირანი მსოფლიოს აჩვენებს, რომ თავის ვალდებულებებს ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში”. ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზრს ვერ ხედავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების წარმოებაში. 6 აგვისტოს აშშ-მა ირანის წინააღმდეგ 2016 წლის იანვარში ბირთვული შეთანხმების შემდეგ გაუქმებული სანქციების აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო. აღდგება შეზღუდვები თეირანთან ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაზე.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here