“მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ისლამური ტერორიზმის მეორე ტალღა შეიძლება დაემუქროს”, _ განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა. მისი თქმით, ამგვარ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს “ისლამური სახელმწიფოს” ვერსია 2.0”.
ინტერპოლის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ტერორისტების თანამზრახველები ციხეებში მცირე ვადის სასჯელს იხდიან, ვინაიდან მათთვის გამოტანილი განაჩენები არ იყო მიბმული კონკრეტულ თავდასხმებზე.
“ტერორიზმის მხარდამჭერების თაობა რამდენიმე წელიწადში გათავისუფლდება. ჯიჰადისტური დაჯგუფება დამარცხებული რომ ყოფილიყო გეოგრაფიულ ჭრილში, მისი მხარდამჭერები შეეცდებოდნენ მსოფლიოს სხვა რეგიონებში გადაბარგებას, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ან აფრიკაში”, _ განაცხადა შტოკმა.