Home ახალი ამბები საქართველო ინსტიტუტების სარეიტინგო სიაში ეკლესია ლიდერობს

ინსტიტუტების სარეიტინგო სიაში ეკლესია ლიდერობს

671
ინსტიტუტების სარეიტინგო სიაში ეკლესია ლიდერობს

ეროვნულდემოკრატიული (NDI) და CRRCსაქართველოს კვლევის ინსტიტუტების შეფასების ნაწილში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 20%, კარგად_ 41%, ცუდად კი _ 21%.

მეორე ადგილზეა იუსტიციის სახლები. რესპონდენტთა 12% მათ საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, კარგად _ 47%, ცუდად კი _ 27%.

საქართველოს ჯარს ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 8%, კარგად _ 47%, ცუდად კი _ 26 %.

რაც შეეხება პოლიციას, გამოკითხულთა 6% მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 42% _ კარგად, 34% _ საშუალოდ, 2% _ ცუდად.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას რესპონდენტთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 13% _ კარგად, 33% _ საშუალოდ, 21% _ ცუდად.

რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად აფასებს, 40% _ საშუალოდ, 31% _ ცუდად, 9% კი _ ძალიან ცუდად.

კვლევა ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here