Home ახალი ამბები საქართველო ინაშვილი მოითხოვს, ნაციონალების მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების ნამდვილობა დაადგინონ

ინაშვილი მოითხოვს, ნაციონალების მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების ნამდვილობა დაადგინონ

890
ინაშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ის მოითხოვს, “ნაციონალური მოძრაობისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული 780 ათასი ხმის ნამდვილობა დაადგინონ.

“25 ნოემბრის აქციის საპირწონედ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა, სადაც სამი ათასი მხარდამჭერი შეკრიბეს. ჩვენს აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სადაც 85 ათასი ადამიანი თბილისიდან იყო მოსული. აქციაზე 14 ათასი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოვიდა, 80 ათასი დანომრილი მოსაწვევი გავეცით, მაგრამ ათასობით ადამიანი მოსაწვევის გარეშე დარჩა, მთლიანი ტერიტორია გადატვირთული იყო და ათასობით ადამიანი ბარათაშვილის ხიდთან იდგა. 124 მხარდამჭერი აფხაზეთიდან ჩამოვიდა, 85 _ ახალგორიდან. თუ პარტიას რეალურად 780 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამი ათას ადამიანზე ნაკლები რატომ მოდის? შეუძლებელია, 780 ათასი ამომრჩეველი გყავდეს და ორგანიზებულ მიტინგზე 30 ათასი ადამიანი არ იდგეს. დიდი ფილოსოფია და ანალიზი ამას არ სჭირდება. რეალურად, ნაციონალებს ერთი და იგივე აქტივი ჰყავთ, სამი ათასი ადამიანის ფარგლებში, რომელსაც ვხედავთ ფილარმონიის დარბაზში, შემდეგ პარლამენტის წინ. როგორც დეპუტატი, ვითხოვ, მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყოს 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. ადგილი აქვს აფერისტობას, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც სააკაშვილი და ბოკერია, ასევე “ქართული ოცნების” თანამდებობის პირები. როგორ ხდება, რომ არჩევნების პირველ ტურზე მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი მოდის, მეორე ტურზე _ ორი მილიონი ამომრჩეველი და ამ დროს, სააკაშვილ-ბოკერიას 780 ათას ხმას უწერენ, ხოლო მეორე ტურზე ორი მილიონი მოდის და მათ ისევ 780 ათასი ხმა რჩებათ? ეს ხომ სასაცილო და სამარცხვინოა”, _ აღნიშნა ინაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here