მთავარი ახალი ამბები ილია მეორე: ეკლესიამ გაადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნეობა, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა

ილია მეორე: ეკლესიამ გაადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნეობა, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა

1070
გააზიარეთ
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევიან მას. დიდება უფალს, რომ მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა და ამ ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი“, – ბრძანა პატრიარქმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here