მთავარი პოლიტიკა ივანიშვილი _ ტელევიზორში, საქართველოს “დამცველები” _ ფილარმონიაში

ივანიშვილი _ ტელევიზორში, საქართველოს “დამცველები” _ ფილარმონიაში

702
გააზიარეთ
ივანიშვილი

გასულ კვირას საზოგადოება ორ მთავარ თემას განიხილავდა: ბიძინა ივანიშვილის დიდ ტელეინტერვიუს და მოძრაობადაიცავი საქართველოსშეკრებას, რომელიც 13 აპრილს ფილარმონიაში გაიმართა. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის საათნახევრიან მონოლოგში და ვინ ვისგან აპირებს საქართველოს დაცვას?

მთელი ინტერვიუს განმავლობაში ივანიშვილი ცდილობდა, საუბარი ნებისმიერ თემაზე ერთი მარტივი დასკვნით დაეგვირგვინებინა: ის, ვინც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს, ნებსით თუ უნებლიეთ, “ნაციონალური მოძრაობის” საქმეს აკეთებს. ამ კონტექსტში მან მიუთითა როგორც ძველ პარტნიორებზე _ დავით უსუფაშვილზე, გუბაზ სანიკიძეზე, გია ხუხაშვილზე, შალვა შავგულიძეზე, ისე “ქართული ოცნებიდან” ახლახან გასულ დეპუტატებზეც. წყენასა და ყოფილი თანაგუნდელების გაშავების სურვილზე მნიშვნელოვანი აქ, ალბათ, ის არის, რომ ივანიშვილი არ აპირებს, უარი თქვას ორპოლუსიან მოდელზე, რომელიც “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” დაპირისპირებას ეფუძნება, და ამყარებს პრინციპს: “ვინც ჩვენთან არ არის, მტრის საქმეს აკეთებს”. ეს პოლიტიკური მანიქეიზმი არ უშვებს სხვა ფერების არსებობას, თეთრისა და შავის გარდა. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა, ამ მოდელს დაშორებოდა, თუმცა 2016-ში წინასაარჩევნოდ მან სტრატეგიული არჩევანი გააკეთა და 2012 წლის ორპოლუსიან მოდელს დაეყრდნო.

ივანიშვილმა რეჟიმის მსხვერპლი უწოდა ვანო ზარდიაშვილს და ამავე კონტექსტში ლევანი მურუსიძეზეც ისაუბრა. ამასთანავე, მიანიშნა, რომ ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდნენ (მათ შორის პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე), “ნაცმოძრაობის” წისქვილზე ასხამდნენ წყალს. საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც სააკაშვილს უპირისპირდებოდა, ეს ძალიან მძიმე მოსასმენი იყო (რაც ნათლად გამოჩნდა თანმდევ კომენტარებში), რადგან სწორედ მათმა ბრძოლამ უდიდესი რისკის პირობებში შექმნა წინაპირობები იმისთვის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსულიყო და საფუძვლიანად შერყეული რეჟიმი დაემარცხებინა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზარდიაშვილის თაობაზე ივანიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, რომ იმ თანაგუნდელებს, რომელთაც მისი წარსული არ მოსწონთ, 2016 წელს, როდესაც მისი გვარი საპარლამენტო სიაში ნახეს, შეეძლოთ ეთქვათ, რომ მასთან ერთ სიაში ყოფნაზე უარს ამბობენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტორატის დაშინება სააკაშვილის დაბრუნებით, როგორც მეთოდი, მოძველდა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ იმ ნახევარი მილიონი “დამატებითი” ამომრჩევლის ნაწილმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების ტურში ხმა ზურაბიშვილს მისცა, უარი სწორედ ძველი რეჟიმის რესტავრაციას უთხრა. მიუხედავად ამისა, ორპოლუსიანი მოდელის ერთგულებამ ივანიშვილს ძველი მხარდამჭერების ნაწილი დააკარგვინა; ალბათ, საუკეთესო ნაწილი, რომელშიც შედარებით განვითარებული, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები შედიოდნენ. შავ-თეთრი მითოლოგიის მუდმივი ექსპლუატაცია მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა _ ვანო ზარდიაშვილი ძველი რეჟიმის მსხვერპლად გამოცხადდა, ხოლო, მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილი _ მისი ინტერესების უნებლიე გამტარებლად (კიდევ კარგი, პირდაპირ “აგენტს” არ უწოდებს).

ივანიშვილი _ ტელევიზორში, საქართველოს “დამცველები” _ ფილარმონიაში

უკმაყოფილებას კიდევ ერთი, დაახლოებით ხუთი წლის წინათ გაკეთებული არჩევანი აღრმავებს. მაშინ ივანიშვილმა “ადეიშვილის ეპოქის” მოსამართლეებთან სტრატეგიული ალიანსის გაფორმება გადაწყვიტა. 9 აპრილსიმედისეთერში ის ირწმუნებოდა, რომ სასამართლო გაუმჯობესდა და ნდობა მის მიმართ მაღალია, ხოლონაცმოძრაობადა მის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გაჯანსაღებული სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ, რათა მასზე კონტროლი დაიბრუნონ. ივანიშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის მკვლელების საქმეში (სააპელაციო სტადიაზე) ადვოკატმა შალვა შავგულიძემ “ნაცმოძრაობისთვის” მოსამართლე ლევან მურუსიძეზე უკეთესი როლი შეასრულა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ შავგულიძისა და “თავისუფალი დემოკრატების” ალიანსმა “ევროპულ საქართველოსთან” მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ივანიშვილს საინფორმაციო კოზირი მისცა _ შავგულიძის მაგალითს ის ყველა ყოფილი თანამებრძოლის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, შემდეგი გარემოების ხაზგასმაა: მთელ რიგ სადავო საკითხებზე (უცნაური სიმბიოზი “ნაცმოძრაობასთან”, მოსამართლეები და ა. შ.), რომელთა გამო ივანიშვილს ყოფილი მხარდამჭერები აკრიტიკებენ, მას მანევრის შესაძლებლობა დაკარგული აქვს. ეს არ არის კანაფის კულტივაციის ან “ტაქსების” ლიცენზირების თემა, სადაც ადრინდელი გადაწყვეტილება შეიძლება, ასე თუ ისე, მარტივად შეცვალო. ივანიშვილს აღარ შეუძლია გაყაროსადეიშვილის მოსამართლეებიან მასშტაბურიდენაციფიკაციადაიწყოს. მას ნამდვილად შეეძლო შესაბამისი პროცესების ინიცირება 2012-13 წლებში, მაგრამ დღეს ამის რესურსი აღარ არსებობს, მატარებელი წავიდა, ამიტომ ის მომავალშიც დაიცავს მურუსიძესა და ზარდიაშვილს. ორივე სხვადასხვა სფეროშიქართული ოცნებისპოლიტიკის სიმბოლოდ იქცა. ადრე “2012 წლის ამომრჩევლებს” ჰქონდათ იმის იმედი, რომ ივანიშვილი პოლიტიკას შეცვლის, თუმცა დღეს, ალბათ, აშკარაა, რომ ამის არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც აღარ აქვს და საპარლამენტო არჩევნების დღეს “ქართული ოცნება” ისევე იქნება ასოცირებული ირაკლი კობახიძესა და მის ჯგუფთან, ვანო ზარდიაშვილსა და ლევან მურუსიძესთან, როგორც დღეს.

დღეს ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებში ყოველგვარ პერსპექტივას წაართმევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური რესურსი და ადმინისტრაციული ბერკეტები რჩება, აგრეთვე, დალაგებული ურთიერთობა რეგიონულ ელიტებთან, რაც მაჟორიტარულ ოლქებში მისი პარტიის შანსს მკვეთრად ზრდის. საუბარი მანდატების რაოდენობაზე ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა, კულუარულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, “ქართულმა ოცნებამშეიძლება მიზნად დაისახოს დაახლოებით 95 (პროპორციული + მაჟორიტარული) მანდატის მოპოვება. ბევრი ამას პარტიის კრიზისისა და დისკრედიტაციის ფონზე, ალბათ, წარმოუდგენლად ჩათვლის და იმასაც გაიხსენებს, რა შედეგს ელოდნენ მმართველი პარტიის ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. აქ გაცილებით მნიშვნელოვანია რომ საპარლამენტო არჩევნებში (თუ მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურს არ ჩავთვლით) შედარებით რთული იქნება ბიპოლარული მოდელის (“ოცნება”-”ნაცმოძრაობა”) გამოყენება, მით უმეტეს, რომ ამდენი ამომრჩეველი ალტერნატივას ეძებს.

საექსპერტო საზოგადოება და, ალბათ, მმართველი პარტიაც მშვენივრად ხედავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ძველი “ანტიმიშისტი” ამომრჩევლების ნაწილი, რომელთა პოზიციას ფრაქციაში (უფრო ავად, ვიდრე კარგად) ე. წ. ძველი გვარდია ახმოვანებდა. მათი ხმების უმრავლესობა გარანტირებულად არ წავა “ნაცმოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან”; ამ ნიშაში შეღწევას შეეცდებიან, უპირველესად, ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი” და “დაიცავი საქართველო”, რომელმაც თანამოაზრეები 13 აპრილს ფილარმონიაში შეკრიბა.

ბოლო პერიოდში გახშირდა აპელირება “2012 წლის იდეალების” მიმართ. ცხადია, არ შეიძლება მათი გათანაბრება “ქართული ოცნების” იმდროინდელ პროგრამასთან და ლოზუნგებთან ან მხოლოდ “ანტიმიშიზმთან” და ძველი რეჟიმის უარყოფასთან. პრინციპში, შეუძლებელია იმის ზუსტი განსაზღვრა, რას წარმოადგენს “2012 წლის იდეალები”. ამის თაობაზე ყველას საკუთარი ვერსია აქვს, თუმცა ნამდვილად არსებობს ცნება, რომელიც განსხვავებულ თვალსაზრისს აერთიანებს. ეს სამართლიანობაა. ყველა პრეტენზია, რომლებიც ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიმართ სხვადასხვა სფეროში არსებობს, საბოლოო ჯამში მათ მიერ შექმნილი სისტემის უსამართლობამდე დაიყვანება.

ეს სიტყვა ხშირად ისმოდა 13 აპრილს ფილარმონიაში, სადაც შეკრებილთა უმრავლესობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და მხარდამჭერი იყო. ოპონირება ივანიშვილის მიმართ, მაშინ, როდესაც მის ტელეინტერვიუს აუდიტორიისთვის აქტუალობა ჯერ არ დაუკარგავს, დრამატურგიული თვალსაზრისით საკმაოდ მოსახერხებელი იყო.

ჯერჯერობით გაუგებარია, ჩამოყალიბდებადაიცავი საქართველო” “ქართული ოცნებისყოფილი დეპუტატების კლუბად თუ მათ სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან. ეს არა მხოლოდ მატერიალურ და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას მოითხოვს, არამედ შიგა სიტუაციის დაბალანსებასაც. ერთია, როდესაც სიტუაციას ახალი გაერთიანების შიგნით ერთი ლიდერი თუ სპონსორი ალაგებს (მაგალითად, ივანიშვილი ან 2007 წელს პატარკაციშვილი) და სულ სხვაა, როდესაც დაახლოებით თანაბარი რანგის ლიდერები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, ერთმანეთის პირისპირ რჩებიან. ამასთანავე, თუ ახალ გაერთიანებას ექნება პრეტენზია, რომ თუნდაც გარკვეული სეგმენტის თვალში “მესამე ძალა” განასახიეროს, მას მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებაში გაიზარდა მოთხოვნა პოზიტიურ პროგრამაზე და ის ფონს ვერ გავა მხოლოდ უარყოფით “არა ნაცმოძრაობას!”, “არა ქართულ ოცნებას!”, “არა მოსამართლეთა კლანს!” და ა.შ.

ნაციონალები და მათთან აფილირებული კომენტატორები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ “დაიცავი საქართველო” ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს და ამ ნიადაგზე შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი, რომ მან მიზანმიმართულად განდევნა “ძველი გვარდია” “ქართული ოცნებიდან” და გაქცეულ ამომრჩევლებს “დაადევნა”, რათა მათი კონსოლიდაცია ახალი სატელიტური ორგანიზაციის (მომავალში შესაძლო კოალიციური პარტნიორის) ქოლგის ქვეშ უზრუნველყოს, თუმცა ეს ეჭვები, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს “ანტიმიშისტ” ამომრჩევლებზე, თუ “დაიცავი საქართველო” ძალიან მკაფიოდ გამოაცხადებს პროგრამა-მინიმუმს (ის შეკრებაზე დავით მაღრაძემ გაახმიანა):

1) ორპოლუსიანი სისტემის განადგურება; 2) “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვება ისე, რომ მისი ადგილი “ნაცმოძრაობამ” არ დაიკავოს. მაგრამ, თუ ახალი მოძრაობის ლიდერები თუნდაც ქვეტექსტში გამოხატავენ მოწიწებას ივანიშვილის მიმართ, ისე როგორც ამას ცოტა ხნის წინათ აკეთებდნენ, ამან მათ რეიტინგზე შეიძლება გამანადგურებელი გავლენა მოახდინოს.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. Daicavi saqartvelos aqciaze rogor ar mividodnen bobola agentura, aba tavs xo ar gamoashkaravebdnen mati azrit? 😀 arada vicit ukve es opozicia- poziciat ganawilebuli sanagve saxeebze, ar iyo sachiro ar gamoashkaravebis ,,miznit” mati aq ,,mobdzaneba” gicnobt batonebo da qalbatonebo saxeebze, ojaxebit, ,,didi mokitxva” tqvens ojaxebs chvengan qartveli xalxisagan. Mapatiet tavi shegawyinet komentarebit, magram imdenad debili sazogadoeba gvyavs aramgonia sishteris mets vinme simartles xvdebodes da aqtiurobdes, amitom vadzlev ravs uflebas gamovxato chemi azri, reaqcia unda gqondes adamians swori da ketilgoniereba, rom shemogzavnil agenturas, yvela debili ar egonos, girsebis sakitxia ubralod!!!!

  2. Ase agar sheidzleba gagrdzeleba, rodemde unda malot tavsmoxveuli chiri xalxo? Rodemde ar shevimchniot rom mteri da mogalateebi gviweseben kanonebs, yvela sferoshi eseni arian, rusuli dzerjava da amerikuli liberastuli adamianis damakninebeli girebulebebis damcvelebs miyavt paradi da gamoadebiles xalxi, ishviatia saqartveloshi girseuli da gonieri adamiani, yvelaze utvino xalxad gvaqcies, yvelaze umizno, yvelaze zarmac, yvelaze ugunur, yvelaze gaunatlebel, yvelaze advilad dasayoliebel, yvelaze advilad mosatyuebel da bolos yvelaze mshishara xalxad, daimalet soroebshi meti mainc araferi shegidzliat, patriotizmi tqven ar gagachniat, solidaroba da ertmanetis tanadgomis unari tqven ar gaqvt da amitomaa chveni ugunuri jariskacebi da policielebi bidzinas daverbokebul pedofil da homoseqsual ministrebs ro emsaxurebian groshebis sanacvlod. Aseti saqartvelos ar uweria arseboba da es etyoba mtavrobastan ertad shter moqalaqeebsac ar adardebt, mudam amaze ocnebobda rusi vania da aha ki aixdines natvra dzirgamomtxreli saqmianobit saqartveloshi. Gamomiqveynet es mesiji, tore vifiqreb ro tqvenc rusuli iaffasiani propagandistebi xart, dafiqrdit…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here