მთავარი საქართველო “წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა შესაძლოა ვერ იხილოთ – იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი დაიხურა...

“წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა შესაძლოა ვერ იხილოთ – იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი დაიხურა “

16076
გააზიარეთ

დაიკეტა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. თუ არ მოხდება მოლაპარაკება იერუსალიმის მუნიციპალიტეტსა და ქრისტიანულ კონფესიებს შორის, 2018 წელს მსოფლიოს ქრისტიანებს სავარაუდოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა”, – აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს.

“მსოფლიო საქრისტიანომ შესაძლოა მთავარი სიწმინდე დაკარგოს, 25 თებერვალს დაიკეტა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.

ამ ტაძარშია განლაგებული ქრისტეს საფლავი, საიდანაც მოხდა მაცხოვრის აღდგომა. ტაძრის ტერიტორიაზეა ასევე ჯვარცმის ადგილი -გოლგოთა. ამავე ტაძრიდან ხდება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ითვლება ძირითადი ქრისტიანული კონფესიების უწმინდეს ადგილად. დღემდე ტაძარს ერთობლივად განაგებენ მართლმადიდებლები, კათოლიკები და სომეხი მონოფიზიტები. 25 თებერვალს მათ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვით ტაძარი იკეტება ქალაქ იერუსალიმის მუნიციპალიტეტის მიმართ პროტესტის ნიშნად. იერუსალიმის მუნიციპალიტეტის ახალი რეგულაციებით, იცვლება ქონების გადასახადი, ტაძარს დაედო ყადაღა და შესაძლოა მოხდეს ტაძრის ექსპროპრიაცია. ქრისტიანული კონფესიებმა ასევე გააკეთეს საკმაოდ მკვეთრი განცხადება: “ეს არის მცდელობა ქრისტიანული წარმომადგენლობის შესუსტებისა იერუსალიმში… სისტემატურმა კამპანიამ და შეურაცხყოფამ ეკლესიის წინააღმდეგ მიაღწია პიკს, ამ დისკრიმინაციული და რასისტული კანონის ერთადერთი სამიზნეა იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოების ქონება და მისი მისაკუთრება.”

თუ არ მოხდება მოლაპარაკება იერუსალიმის მუნიციპალიტეტსა და ქრისტიანულ კონფესიებს შორის, 2018 წელს მსოფლიოს ქრისტიანებს სავარაუდოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა”, – წერს უძიალაური.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here