Home ახალი ამბები მსოფლიო იერუსალიმის ეკლესიის იერარქმა მიტროპოლიტ ონოფრეს უკრაინელი მართლმადიდებლების ერთადერთი კანონიკური მეთაური უწოდა

იერუსალიმის ეკლესიის იერარქმა მიტროპოლიტ ონოფრეს უკრაინელი მართლმადიდებლების ერთადერთი კანონიკური მეთაური უწოდა

288
ტიმოთე

უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნეების ერთადერთი კანონიკური წინამძღოლი არის მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც აღიარებულია ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ”, _ განაცხადა მიტროპოლიტმა ტიმოთემ _ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქოსმა კვიპროსზე.

“ჩვენი პოზიცია უცვლელია _ ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის კანონიკურ ეკლესიას, იმ ეკლესიას, რომელიც არის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ომოფორის (ეპისკოპოსის საღვთისმეტყველო მსახურების დეტალი, ჯვრების გამოსახულებიანი ფართო ლენტი _ ნ.ა.) ქვეშ”, _ განაცხადა მიტროპოლიტმა ტიმოთემ და დასძინა, რომ “მართლმადიდებელ ეკლესიაში არის გარკვეული წესები, რომლებიც თითოეულმა ეკლესიამ უნდა დაიცვას. აქ იგულისხმება ის წესიც, რომელიც ეხება რუსული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებსა და ერთი ეკლესიის მოქმედებას მეორის მიმართ”.

ორი თვის წინათ, კიევში ყოფნისას, რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიტროპოლიტმა ტიმოთემ განაცხადა, რომ ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესები არ ემთხვევა ეკლესიის ინტერესებს. “საჭიროა, გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება გარემოებების ზემოქმედებით, მაგრამ ეკლესია ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, აქვს თავისი სულიერი მიმართულება, რომელიც არ იცვლება არანაირი მიწიერი გარემოებებითა და პირობებით”, _ თქვა ტიმოთემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here