Home ახალი ამბები მსოფლიო იგორ დოდონი: ნატოში მოლდოვას გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელია!

იგორ დოდონი: ნატოში მოლდოვას გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელია!

1553
მოლდოვის პრეზიდენტი: იგორ დოდონი

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისთვის ნატოში ქვეყნის შესვლა “კატეგორიულად მიუღებელია”.


“ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის ვამბობ, რომ არსებობს სამი ან ოთხი რამ, რაც მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს: ეს ჩვენი სახელმწიფოს _ მოლდოვის შენარჩუნებაა; მეორე _ ეს ჩვენი ნეიტრალიტეტია, ნატო კატეგორიულად მიუღებელია; მესამე _ მნიშვნელოვანია ჩვენი მართლმადიდებლობა”, _ განაცხადა დოდონმა.

“ეს ოთხი პრინციპული მომენტია, რომელთა განხილვა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ საკითხს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს”, _ დასძინა მოლდოვის პრეზიდენტმა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულებები, რომელთა თავსმოხვევას სხვადასხვა გზით ცდილობენ, მოლდოვას არ სჭირდება.

9 მაისს იგორ დოდონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავიდა. მან ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღო მონაწილეობა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here