Home რუბრიკები საზოგადოება ია მეტრეველი: მერაბიშვილი ახლა ისეთ რევოლუციურ ნოტზეა, ორი კი არა, მგონი, 22...

ია მეტრეველი: მერაბიშვილი ახლა ისეთ რევოლუციურ ნოტზეა, ორი კი არა, მგონი, 22 გვამიც არ ეყოფა

4895
ია მეტრეველი

20 თებერვალს ციხიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომლის მინისტრობის პერიოდსაც არაერთი გახმაურებული საქმე თუ უმძიმესი დანაშაული უკავშირდება და რომელიცორი გვამისსანაცვლოდ ძალოვნებს დიდ პრემიებს ჰპირდებოდა, ჟურნალისტებთან გაკეთებულ პირველ კომენტარში ხელისუფლების დამხობა ახსენა და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, წლის ბოლომდეივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაემხობადა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარება დაიწყოს. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, მერაბიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც .. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე განცხადებებსაც გააკეთებს: “მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმსმჭირდება გარკვეული დრო. როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ. ქვეყანა წავა წინ…”

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ათეულობით გახმაურებული საქმის გამოძიებას სააკაშვილის რეჟიმი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აფერხებდა. მათ შორის იყო მძიმე დანაშაულებიც, რომლებიც უშუალოდ მერაბიშვილის სახელს უკავშირდებოდა. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და გია კრიალაშვილის მკვლელობები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციების სისხლიანი დარბევები, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა… თუმცა, მიუხედავად ამ უმძიმესი დანაშაულებისა, რომელთა მტკიცებულებებიც უამრავია, მათი უმეტესობა დღემდე გამოუძიებელია. მეტიც, ზოგიერთ მათგანზე პროკურატურას ხელახლა გამოძიება და საქმის არსებითად შესწავლა, რაც “ოცნების” მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაპირებული სამართლიანობის აღდგენის კვალდაკვალ უნდა მომხდარიყო, არც უცდია…

რას ნიშნავდა მერაბიშვილის მიერ ციხიდან გამოსვლისთანავე დადებული პირობა, რომ ხელისუფლება წლის ბოლომდე აუცილებლად დაემხობა და არის თუ არა ეს განცხადება ქვეყანაში სამართლიანობისა თუ კანონის უზენაესობის არარსებობის კიდევ ერთი ნიშანი, “საქართველო და მსოფლიოს” 2004 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ესაუბრება.

_ ქალბატონო ია, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამ და მის მიერ ხელისუფლების დამხობაზე გაკეთებულმა ხმაურიანმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. 20 თებერვალს თქვენ მწვავე პროტესტითა და ტრანსპარანტებით დახვდით მას. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა მერაბიშვილის განცხადება და, საერთოდ, რას ნიშნავს დღეს ჩვენი პოლიტიკური რეალობისთვის უმძიმეს დანაშაულებში მხილებული მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება?

_ სიმართლე გითხრათ, რატომღაც მეგონა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მერაბიშვილი ცოტა მაინც დაფიქრდებოდა და შვიდი წლის შემდეგ თუნდაც ფორმალურად შეიცვლებოდა, მაგრამ მისმა პირველივე განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა ერთ რამეში: როგორც ჩვეულებრივ მკვლელსა და კრიმინალს არ ცვლის არანაირი სამართლებრივი დევნა და ყოველი სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ ციხეში ბრუნდება ხშირად კიდევ უფრო მძიმე დანაშაულისთვის, ისე არც მერაბიშვილისნაირი ადამიანების გამოსწორება არ იქნება. ცნობილინაციონალურიპროპაგანდა, რომ თურმე ნაციონალები შეიცვალნენ და ახლა საშიში აღარ არიან, როგორც ადრე, იმიტომ, რომ რაღაცრაღაცები გადააფასეს, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაშიშვლებულია. მეტიც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადება, ასეთი აგრესიული და კატეგორიული რიტორიკით, გათვლილი იყო საზოგადოებაში სტრესის გამოწვევაზე…

_ რისთვის?

_ იმისთვის, რომ არავის ეგონოს, “ნაცმოძრაობა” დასრულდა. სხვათა შორის, შემთხვევითი არ იყო, რომ მერაბიშვილმა გამოსვლისთანავე პირდაპირ ციხის კარიდან მიმართა პოლიციელებს. ეს არის სასტიკი, დაბოღმილი, შურისძიებით გაჟღენთილი ადამიანის რიტორიკა, რომელიც, პრაქტიკულად, პირდაპირ ამბობს, რომ არ დამარცხებულან, ძალიან მალე დაბრუნდებიან ხელისუფლების სათავეში არსებული ხელისუფლების დამხობის გზით დამერე განახვებთო”, _ გვემუქრებიან ვფიქრობ, ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ გულსაკლავ რეალობას, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ამდენი წლის ბრძოლის შემდეგ, ამდენი მსხვერპლისა და სისხლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. მეტი, ხელისუფლება საზოგადოების ინტერესების საზიანოდ ქვეყანაში არსებული მტრული ძალების მიერ თავს მოხვეული რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია. ისე, არ მგონია, რომ მერაბიშვილის განცხადება იყო ერთმნიშვნელოვნად ცუდი. პირიქით _ გარკვეული თვალსაზრისით, ეს შეიძლება კარგიცაა, რადგანნაცმოძრაობას”, მის განაყოფებსა და შენაერთებთან ერთად, კიდევ ერთხელ ჩამოეხსნა ნიღაბი. სხვათა შორის, ახლა ამ ვითომ ოპოზიციურ სპექტრშიც მოხდება ლუსტრაცია და გაშიშვლება პროცესისა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მერაბიშვილის მისვლა მათთან და მათი მხრიდან მისი პოლიტპატიმრადმონათვლასაბოლოოდ ფარდას ახდის ამ სამარცხვინო ვითომ პოლიტიკურ გაერთიანებას. კიდევ ვიმეორებ: რაღაც თვალსაზრისით, ეს კარგია და ამას მალე დავინახავთ, რადგან ბევრ ადამიანს აეხილება თვალი; მერწმუნეთ, ახლა ორასი და სამასი კაცი ძლივს რომ გამოჰყავს საპროტესტოდ 22 პარტიას, ხვალ-ზეგ ორმოცდაათს ვერ გამოიყვანენ. არავინ დადგება მკვლელის გვერდით, თუნდაც ყველაზე გამწარებული და ხელისუფლებაზე აღრენილი მოქალაქეც კი, მკვლელის, რომელიც იძახდა, _ ორი გვამი მჭირდებაო. თუმცა მერაბიშვილი ახლა ისეთ რევოლუციურ ნოტზეა, ორი კი არა, მგონი, 22 გვამიც არ ეყოფა.

_ ოპოზიციის ლუსტრაცია ახსენეთ. .. გაერთიანებული ოპოზიციიდან ბევრი გაემიჯნა მერაბიშვილს და განაცხადა, რომ დამნაშავესთან თანამშრომლობას გამორიცხავს. როგორ ფიქრობთ, ეს არ იქნება ხელისშემშლელი მერაბიშვილისთვის?

_ მერაბიშვილისთვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელი მისი სისხლიანი წარსულია. რაც შეეხება ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, სასაცილოა, როდესაც ბურჯანაძე და სხვა პოლიტიკოსები ამბობენ, მერაბიშვილთან ერთად არ დავჯდებითო. უბრალოდ, მაინტერესებს, რით განსხვავდება ვანო მერაბიშვილი გიგა ბოკერიასგან?! ან უგულავას დაკავებაზე რომ შემოიხიეს კალთები და ლამის პოლიტპატიმრად გამოაცხადონ, რა ჰგონიათ, მერაბიშვილზე ნაკლები დანაშაულები აქვს ჩადენილი? ვფიქრობ, სამუდამოდ დაიმარხეს თავი, ბურჯანაძით დაწყებული, დამთავრებული სხვა დანარჩენით, ვინც ახლა დადგა ნაცებთან. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ და, საერთოდ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ ხალხის ერთად ხილვას. ამიტომაც ვაპატიე თავის დროზე ბევრი რამ ბურჯანაძეს, როცა ის ოპოზიციაში გადმოვიდა და ჩემთან ბოდიშებით მოვიდა.

_ რამ აიძულა ეს ადამიანები, რომნაცმოძრაობასთანითანამშრომლონ?

_ ჩემი აზრით, ყველაფერი ძალიან მარტივია: უბრალოდ, ისინი ცალ-ცალკე უპერსპექტივოები არიან და ერთიანობის შემთხვევაში რაღაც პოლიტიკურ მომავალს ხედავენ. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება უკვე საკმაოდ გამობრძმედილია და ბევრ რამეზე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. რაც შეეხება სამართლიანობას, ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: სანახევროდ აღდგენილი სამართლიანობის არავის სჯერა.

_ რას გულისხმობთ?

_ როდესაც სჩადიან დანაშაულს და არსებობს დამნაშავე, რომლის წინააღმდეგაც უამრავი მტკიცებულებაა, პირველი _ გამოძიება დროულად უნდა ჩატარდეს, მეორე _ სასჯელი დანაშაულის შესაბამისი უნდა იყოს და მესამე, რომელიც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია _ ზარალი, რომელიც დამნაშავემ განაცდევინა კონკრეტულ მოქალაქესა თუ სახელმწიფოს, უნდა ანაზღაურდეს. უგულავას შემთხვევაში არც ერთი არ მომხდარა _ არც გამოძიება იყო დროული, არც სასჯელი ადეკვატური. რაც შეეხება ზარალს, კაცმა 48 მილიონი მოჰპარა სახელმწიფოს, სად არის ეს ფული?

_ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მას დააბრუნებინონ მითვისებული თანხა?

_ ნებისმიერ ნორმალურ, სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ხდება ქონების კონფისკაცია და სახელმწიფო ბიუჯეტში უკლებლივ ბრუნდება მითვისებული თანხა. არავის უხარია ვინმეს დასჯა, მაგრამ სასჯელი იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს. აი, ეს რომ არ არის დღეს საქართველოში და ხელისუფლება თავიდანვე ლოიალური იყონაცმოძრაობისმიმართ, ამიტომაა დღეს თუნდაც მერაბიშვილი ასე რევოლუციურად დაქოქილი. თუმცა, არ მიკვირს ეს ყველაფერი. არ მიკვირს ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთელი სასამართლო სისტემა, სხვა სახელისუფლო შტოებზე რომ არაფერი ვთქვათ, გაჭედილია ნაცმოძრაობისდროინდელი პოლიტიკურად მოტივირებული კადრებით; და მეორე _ ხელისუფლება მუდმივად წნეხშია მოქცეული…

_ ვისგან?

_ გავლენიანი დასავლური ინსტიტუტებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი… საქართველოს მიმართ დღეს, პრაქტიკულად, დაუფარავი კოლონიური დამოკიდებულებაა, რომელიც სავსეა ცინიზმით. წარმოგიდგენიათ, კაცმა 48 მილიონი გაფლანგა და გვეუბნებიან, არ შეეხოთო?!

რაც შეეხება ხელისუფლებას, საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, არანაირი პოლიტიკური პიარი და მილიონების დახარჯვა არ არის გამოსავალი, ხალხს, უწინარესად, სამართალი სჭირდება. სანამ ნაცები და მათი განაყოფები აღიზიანებენ საზოგადოებას და მერაბიშვილისნაირი სისხლიანი კრიმინალები გადატრიალების მუქარით ზაფრავენ, ვერანაირი ოპტიმიზმი აქ ვერ იქნება. პირიქით, ხალხს ყოველთვის ექნება განცდა, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია და არანაირ პოლიტიკურ აქტივობას აზრი არ აქვს. ახლა ეს ვის აძლევს ხელს და ვის არა, მკითხაობას ვერ დავიწყებ და არც შეთქმულების თეორიების მჯერა, მაგრამ ხალხი, განსაკუთრებით წინა რეჟიმის მიერ დაზარალებული ოჯახები, გულგატეხილი რომ არის, ფაქტია. ასე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება. ასე ყოველთვის გვექნება უგულავების, მერაბიშვილების, ბოკერიებისა და სისხლში ამოსვრილი სხვა ნაციონალების საპარპაშო ქვეყანა, რომელშიც უსამართლობისა და განუკითხაობის განცდა თითოეული მოქალაქის დონეზე ჩვეულებრივ, ყოვლდღიურ მოვლენად იქცევა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here