Home სხვადასხვა დაიჯესტი იაპონიაში პირველად აღიარეს გეიწყვილები

იაპონიაში პირველად აღიარეს გეიწყვილები

344
იაპონიაში პირველად აღიარეს გეიწყვილები

ჯერჯერობით მხოლოდ ქალაქ თიბეში. 29 იანვარს აქ გაიმართა სპეციალური სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომლებიც (სერთიფიკატები) უდასტურებს ოფიციალურად დაუქორწინებელ წყვილებს მათი კავშირის კანონიერებას. იგივე დაუდასტურეს არატრადიციულ სექსუალურ წყვილებს.

ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს სისტემა, რომელიც მათ დანერგეს და იაპონიაში პირველია, გეიწყვილებს უკანონებს იმავე უფლებებსა და შეღავათებს, რომლებიც ტრადიციულ ოჯახებს აქვთ. კერძოდ, მათ შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი სახელმწიფოს მიერ ბინით დაკმაყოფილებაზე, მიიღონ შეღავათები საავადმყოფოში მკურნალობაზე. ამ და სხვა შეღავათების მისაღებად განმცხადებლები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა უპასუხებდნენ _ იყვნენ 20 წლის, ცხოვრობდნენ ან აპირებდნენ თიბეში დასახლებას. თიბე ტოკიოს ცენტრს 40 კილომეტრითაა დაშორებული. ერთი და იმავე სქესის პირთა შორის დაქორწინებას ოფიციალურს გახდიან ტოკიოს სიბუისა და სუტაგას რაიონებშიც, ასევე, საპოროში, ფუკუოკესა და ოსაკაში.

ნიშანდობლივია, რომ ერთი და იმავე სქესის პირთა შეუღლება იაპონიაში ოფიციალურად აკრძალულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here