მთავარი ახალი ამბები იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს

1692
გააზიარეთ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურა 2015 წელს შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაასახელა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. 2015 წლის 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

საქართველოში დანიშვნამდე, ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი.

იან კელი კარიერით დიპლომატი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის წევრია. ის მინისტრ-მრჩევლის კლასს განეკუთვნება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here