მთავარი Facebook ფრაზები “თქვენს კეთილებში, მეც მოვიკითხები -დედა მყავს კვირიკაშვილი,რომლის გამხელაც სულ უფრო და უფრო...

“თქვენს კეთილებში, მეც მოვიკითხები -დედა მყავს კვირიკაშვილი,რომლის გამხელაც სულ უფრო და უფრო მიტყდება”

16883
გააზიარეთ

ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი,სოციალურ ქსელ  “ფეისბუქის” საკუთრ გვერდზე, ღია წერილს აქვეყნებს და  საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილის მიმართავს:

,,ღიაზე უფრო გულგახსნილი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს!

სამაგიეროდ, პერსპექტივაში დასახშობად განწირული ოპტიმიზმით მოგმართავთ: მოუარეთ ამ უპატრონოდ დარჩენილი ბავშვივით აბოდიალებულ ქვეყანას, აგონიაში მყოფ დემოგრაფიას, ჩემოდანზე მჯდომ და გასაქცევად გამზადებულ მოქალაქეებს ,თორემ დარჩებით მხოლოდ თქვენი ოჯახის, ნაცნობ-მეგობრების,თანა-კლასელ-კურსელ-კეთილებით გადავსებულ სახელმწიფოს ზედა ქანდარაზე და უცქირეთ რამდენიც გენებოთ დიდი ბელად-იდეოლოგის გრანდიოზულ კოლმეურნეობად ქცეულ ჩვენ ზიარ სამშობლოს დილის 7 სათიდან ღამის 10 საათამდე…მერე თვითკმარი მთქნარების დროც მოვა და კი დაიძინებთ პანდებივით…

ისე თქვენს კეთილებში, სულ ცოტა მეც მოვიკითხები -დედა მყავს კვირიკაშვილი, რომლის გამხელაც სულ უფრო და უფრო მიტყდება ამ ბოლო დროს….” – წერს ჩეჩელაშვილი.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here