Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთმა ნატოს უგანა?

თურქეთმა ნატოს უგანა?

2703
C -400

ნატოელები რუსულმა რაკეტებმა დააფრთხო, კერძოდ, “C -400” რაკეტების თურქეთში განლაგებამ, რომლებიც ამ ქვეყანამ შეიძინა, _ იუწყება Breaking Defence, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პეტრე პაველის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ “C -400” ნატოს ტექნოლოგიებთან შეუთავსებელია, ამიტომ რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს თურქეთი, ალიანსის ეს წევრი ქვეყანა, გამოიყენებს, როგორ ცალკეულ ერთეულებს, რომლებიც საერთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში არ იქნება ინტეგრირებული.

პაველი შიშობს, რომ თურქეთში საკონსულტაციოდ და “C -400”-ის საექსპლუატაციოდ მივლინებული რუსი სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება დაზვერვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება უეჭველად გამოიყენებს.

2017 წლის 29 დეკემბერს რუსეთმა და თურქეთმა ანკარაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას “C -400”-ის ორი ბატარეის გაყიდვა-შეძენის შესახებ, რომელიც ტექნოლოგიურ თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.

ცნობისთვის: აღნიშნული კომპლექსებით რუსეთის არმია 2007 წლიდან არის შეიარაღებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here