მთავარი Uncategorized “თითქოს შვილს ხუთი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, ტყუილია. მის შვილსაც ერთი ტყვია...

“თითქოს შვილს ხუთი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, ტყუილია. მის შვილსაც ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა”- გუგეშაშვილის დაკითხვის დეტალები

1104
გააზიარეთ

“მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში, გამომძიებლებმა გუშინ დაკითხეს.

დაკითხვას გუგეშაშვილის მოთხოვნით მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა. შეიარაღებული თავდასხმის ერთადერთი პირდაპირი მოწმის, დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა კლინიკაში 5 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილმა სამართალდამცველებს დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

რამდენჯერმე შეხვედრია და სახეზე იცნობს და შეუძლია ამოცნობა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული ქილერი, რომელიც მას მიუგზავნეს. ის მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. ამოიღო იარაღი და სამზარეულოში ესროლა. გავრცელებული ხმები, რომ მის შვილს ხუთი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, ტყუილია. მის შვილსაც ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

მკვლელი მივიდა მასთან სახლში. მის შვილს ეძინა. ისაუბრეს. დოდო გავიდა სამზარეულოს გავლით საწოლ ოთახში და აიღო სიგარეტი, უკრან მობრუნდა. ამ დროს დახვდა იარაღით ხელში ეს ადამიანი. დოდოს უკითხავს, შე გარეწარო, რას აკეთებო?! ამ დროს დამნაშავემ ისროლა… დოდომ იყვირა, ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია!

დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა რომ ის იყო ქილერი“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here